რუსთავში, ვაქცინაციის ცენტრებამდე, ხვალიდან მოქალაქეების ტრანსპორტირება მუნიციპალური ავტობუსებით მოხდება

რუსთავში, ვაქცინაციის ცენტრებამდე, ხვალიდან მოქალაქეების ტრანსპორტირება მუნიციპალური ავტობუსებით მოხდება

რუსთავში, ვაქცინაციის ცენტრებამდე, 15 აგვისტოდან, 4 სექტემბრამდე, მოქალაქეების ტრანსპორტირების უზრუნველყოფა მუნიციპალური ავტობუსებით განხორციელდება. მგზავრთა გადაყვანა, #2, #6 და #7 ავტობუსებით დილის 08:30 საათიდან 18:30 საათამდე, სპეციალურად შედგენილი მარშრუტებით მოხდება. აღნიშნულ ინფორმაციას რუსთავის მერია ავრცელებს.

#2 ავტობუსი იმოძრავებს შემდეგი მარშრუტით: ბალანჩივაძის ქუჩა, რუსთაველის ქუჩა, კოსტავას გამზირი, მეგობრობის გამზირი, თოდრიას ქუჩა, მე-12, მე-16, მე-17, მე-18 და მე-19 მიკრორაიონები, შარტავას გამზირი, გაგარინის ქუჩა, გარეჯის ქუჩა;

#6 ავტობუსის მარშრუტი: რკინიგზის სადგური, რუსთაველის ქუჩა, კოსტავას გამზირი, სანაპიროს ქუჩა, რაგბის სტადიონი, მე-19 მკ/რ, ტაშკენტის ქუჩა, შარტავას გამზირი;

# 7 ავტობუსის მარშრუტი: ჭყონდიდელის დასახლება, ძველი ბაზარი, რუსთაველის ქუჩა, კოსტავას გამზირი, მეგობრობის გამზირი, მესხიშვილის ქუჩა, ლეონიძის ქუჩა, შარტავას გამზირი.

ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერია, აგრეთვე უზრუნველყოფს იმ პირთა ტრანსპორტირებას, რომლებიც უფასო სასადილოებით სარგებლობენ.

დღეიდან, 4 სექტემბრამდე რუსთავში მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდა. აღნიშნული გადაწყვეტილება უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ მიიღო.