ქუთაისის მერია ძირითად ამცრელ დაწესებულებებთან მოსახლეობის ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს

ქუთაისის მერია ვაქცინაციის მაქსიმალურად გაფართოებისა და ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, მუნიციპალური ტრანსპორტის შეზღუდვის პირობებში, ძირითად ამცრელ დაწესებულებებთან მოსახლეობის რეგულარულ ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს. ამის შესახებ ინფორმაციას ქუთაისის მერია ავრცელებს.
სპეციალური ტრანსპორტი ვაქცინაციის დიდი ცენტრების მიმართულებით, 16 აგვისტოდან იმოძრავებს:
- მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულში, კახიანოურის ადმინისტრაციული ერთეულის გავლით - #4 პოლიკლინიკის მიმართულებით;
- ძელქვიანის ადმინისტრაციულ ერთეულში - კლინიკა „ჰერას“ მიმართულებით;
3.ნიკეას ადმინისტრაციულ ერთეულში - მაღაზია „ემბავუდიდან“ „თეგეტა მოტორსის“ მიმდებარე ტერიტორიამდე, #4 პოლიკლინიკის მიმართულებით;
4.ვაკისუბნის ადმინისტრაციულ ერთეულში - საპატრულო პოლიციის შენობის მიმდებარე ტერიტორიიდან, #4 პოლიკლინიკის მიმართულებით;
- სულხან-საბას ადმინისტრაციულ ერთეულში - სავაჭრო ცენტრ „ოთხიანის“ მიმდებარე ტერიტორიიდან, გუგუნავას ქუჩა.
- საფიჩხიის ადმინისტრაციულ ერთეულში - საფიჩხიის ცენტრიდან;
- გუმათის ადმინისტრაციულ ერთეულში - ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიიდან ;
- ქალაქ-მუზეუმის ადმინისტრაციულ ერთეულში - ცენტრალური ბაღის შესასვლელის მიმდებარე ტერიტორიიდან;
- უქიმერიონის ადმინისტრაციულ ერთეულში - გამარჯვების მოედნიდან;
- გამარჯვების ადმინისტრაციულ ერთეულში - კინოთეატრ „სულიკოს“ მიმდებარე ტერიტორიიდან.
- ავტოქარხნის ადმინისტრაციულ ერთეულში - ციხის მიმდებარე ტერიტორიიდან.
საგანგებოდ გამოყოფილი ტრანსპორტი იმოძრავებს
10:00 საათიდან 18:00 საათამდე.
აცრის მსურველებს წინასწარი რეგისტრაცია არ დასჭირდებათ, ისინი რეგისტრაციას ადგილებზე, ამცრელ დაწესებულებებში გაივლიან.

























