ოპოზიცია - ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისიის  ე.წ. ნეიტრალურ წევრებად "ქართული ოცნების" აქტივისტებს ნიშნავენ

ოპოზიცია - ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისიის  ე.წ. ნეიტრალურ წევრებად "ქართული ოცნების" აქტივისტებს ნიშნავენ

ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისიის ე.წ. ნეიტრალურ წევრებად "ქართული ოცნების" აქტივისტებს ნიშნავენ, - ინფორმაციას ოპოზიცია ავრცელებს.

"ნაციონალური მოძრაობის" და "ევროპულ საქართველოს" წარმომადგენელთა თქმით, წევრების შერჩევა კონკურსის გზით არ მომხდარა და აქტივისტებით დაკომპლექტდა.

მათ დღეს წევრების სია გაასაჯაროვს და განაცხადეს, რომ სია სუსის მიერ არის შედგენილი. მათივე ინფორმაციით, მმართველი გუნდი არჩევნების გაყალბებისთვის ემზადება.

ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისიაში სხდომა ამ წუთებში მიმდინარეობს, მოგვიანებით გახდება ცნობილი, გაკეთდება თუ არა კომენტარი.