ფოთის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის იურიდიული განყოფილების მთავარი სპეციალისტი თანამდებობას ტოვებს და გიორგი გახარიას გუნდს უერთდება

ფოთის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის იურიდიული განყოფილების მთავარი სპეციალისტი თანამდებობას ტოვებს და გიორგი გახარიას გუნდს უერთდება. ამის შესახებ ინფორმაციას გიორგი აბშილავა სოციალურ ქსელში ავრცელებს.
„მეგობრებო, მინდა გაცნობოთ ჩემი გადაწყვეტილების შესახებ - დავტოვე თანამდებობა. მიზეზი არის ის ვითარება, რომელიც შექმნილია ქვეყანაში - მუდმივი რადიკალიზმი, პოლარიზება, რაც დამღუპველია ჩვენი ქვეყნისთვის და რომლის გამოსწორების არც რესურსი და რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, სურვილიც კი, აღარ აქვს მოქმედ ხელისუფლებას.
ნამდვილად გარდაუვალი აუცილებლობაა და დროა ჩვენი ქვეყანა განვითარების სხვა ეტაპზე გადავიდეს, უკეთესის მშენებლობა, უკვე გაკეთებული კარგი საქმის შენარჩუნებით უნდა დავიწყოთ, თუმცა კიდევ უფრო სწრაფად! და ამას ღირსებით, კეთილსინდისიერებითა და პროფესიონალიზმით მხოლოდ გიორგი გახარია და მისი, ახლა უკვე ჩვენი გუნდი შეძლებს!
ამიტომაც, ვუერთდები გიორგი გახარიას გუნდს“, -წერს აბშილავა Facebook-ზე.

























