აჭარაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა საერთო ჯამში 94 472 პირმა გაიკეთა

აჭარაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა საერთო ჯამში 94 472 პირმა გაიკეთა

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, აჭარაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა საერთო ჯამში 94 472 პირმა გაიკეთა.

უწყების ინფორმაციით, გასული 24 საათის განმავლობაში რეგიონში კორონავირუსის 538 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. აჭარაში კრიტიკულად მძიმედ მართვის სუნთქვაზე 20 პაციენტი იმყოფება.

კოვიდ კლინიკებში 920 პაციენტი მკურნალობს, ხოლო კოვიდ სასტუმროში 1532.

კორონავირუსით დღეს აჭარაში სამი ადამიანი გარდაიცვალა.