კახეთში მოკლული 3 პირიდან ერთ-ერთი ზურაბ ზვიადაურის ძმაა - დაჭრილია 2 პირი

კახეთში მოკლული 3 პირიდან ერთ-ერთი ზურაბ ზვიადაურის ძმაა - დაჭრილია 2 პირი

ადგილობრივების ინფორმაციით, კახეთში წინანდალში მოკლული სამი პირიდან ერთი ოლიმპიური ჩემპიონის ზურაბ ზვიადაურის ძმაა.

არსებული ინფორმაციით, ასევე გარდაცვლილებს შორის არის პირი, რომელიც ზვიადაურისა და მისი მეგობრის მისამართით ისროდა. კონფლიქტი კი ერთ-ერთ მშენებარე ობიექტზე დაიწყო, სადაც ზვიადაური და მისი მეგობრები მათი მეგობრის დასახმარებლად მივიდნენ.

არსებული ინფორმაციით, მომხდარის შედეგად დაჭრილია 2 პირი.

კახეთში მკვლელობა ცოტა ხნის წინ მოხდა. სამი პირი კლინიკაში მიყვანისას უკვე გარდაცვლილი იყო.