"ელიტ ელექტრონიქსი" თანამშრომელთა ვაქცინაციის ხელშეწყობისთვის წამახალისებელ კამპანიას იწყებს

"ელიტ ელექტრონიქსი" თანამშრომელთა ვაქცინაციის ხელშეწყობისთვის წამახალისებელ კამპანიას იწყებს

"ელიტ ელექტრონიქსი" პანდემიის პერიოდში თანამშრომელთა უსაფრთხოების ზომების დაცვის მიზნით, ყველა საჭირო რეგულაციას იცავს და დისტანციურად მუშაობისთვის შესაბამის პირობებს ქმნის.

ამჯერად კი, არამხოლოდ რეკომენდაციებისა და რეგულაციების დაცვისკენ, არამედ აცრისაკენ მოუწოდებს საკუთარ თანამშრომლებს, რადგან, მათი აზრით, არსებულ ეპიდმდგომარეობაში, ერთადერთი გამოსავალი მოსახლეობის მასობრივი აცრაა.

"ელიტ ელექტრონიქსი" Covid-19-ის საწინააღმდეგო აცრის გაკეთების მოტივაციისა და ვირუსის პრევენციისთვის, წამახალისებელ კამპანიებს იწყებს:

  • კომპანიაში ვაქცინაციის ჩატარების და მომდევნო დღე ცხადდება უქმედ.
  • მაღაზია თუ ოფისი, რომელიც აცრილების რაოდენობით გადალახავს 80%-იან მაჩვენებელს, მიიღებს მნიშვნელოვან ფულად ჯილდოს.
  • 15 სექტემბერს კი "ელიტ ელექტრონიქსში" გაიმართება გათამაშება ყველა აცრილ თანამშრომელს შორის, სადაც გათამაშდება საოჯახო ტექნიკა, როგორიც არის: სარეცხი მანქანა, ჭურჭლის სარეცხი მანქანა, მაცივარი, ასევე ციფრული ტექნიკა და ორდღიანი საგზური საქართველოს პრესტიჟულ კურორტზე.

გარდა ამისა, ასევე, თანამშრომლების სურვილის შემთხვევაში, მათთვის ვინც ვერ მიიღო აცრის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება, "ელიტ ელექტრონიქსი" ორგანიზებას გაუწევს ონლაინ შეხვედრას კვალიფიციურ ექიმთან, რომელიც მზად იქნება უპასუხოს თანამშრომლების მიერ დასმულ შეკითხვებს.

„ჩვენთვის, ჩვენი გუნდის წევრების და მათი ოჯახების ჯანმრთელობა და უსაფრთხოება, ყველაზე მნიშვნელოვანი საზრუნავია. იმისათვის, რომ თანამშრომლების აბსოლუტური უმრავლესობა იყოს აცრილი, გვსურს, რომ ჩვენი კომპანიის ისეთ ნაწილსაც კი, რომელთაც ჯერ ვერ მიიღეს აცრის გაკეთების საბოლოო გადაწყვეტილება, მივცეთ ვაქცინაციის მოტივაცია.

ასევე გვინდა წავახალისოთ ის თანამშრომლები, რომლებმაც წარმატებით დაასრულეს და უახლოვეს დროში დაასრულებენ ვაქცინაციის პროცესს. გვჯერა, ერთიანი და პასუხისმგებლობიანი მიდგომა, ერთმანეთზე და მომხმარებელზე ზრუნვა გადამწყვეტია ამ პროცესში“, - ამბობს „ელიტ ელექტრონიქსის“ გენერალური დირექტორი ლადო ჯობავა.

"ელიტ ელექტრონიქსისთვის" პანდემიის პრევენციის საკითხი მნიშვნელოვანი ამოცანაა, სწორედ ამიტომ, გარდა აცრის შემთხვევაში წამახალისებელი ღონისძიებებისა, კომპანია არსებულ ვითარებაში ზრუნავს თანამშრომლებისა და საკუთარი მომხმარებლების ჯანმრთელობაზე, ამიტომ, ოფისებსა და მაღაზიებში პერიოდულად ტარდება სადეზინფექციო ღონისძიებები და რეგულაციების დაცვით (პირბადის ტარება, ტემპერატურის გაზომვა, შესაბამისი დისტანციის დაცვა) ხორციელდება ყველა პროცესი.

(R)