რუსთავში ვაქცინაციის მსურველებისათვის 18 აგვისტოდან სპეციალური ავტობუსები იმოძრავებს

რუსთავში ვაქცინაციის მსურველებისათვის 18 აგვისტოდან სპეციალური ავტობუსები იმოძრავებს

18 აგვისტოდან კლინიკა ,,რუსთავში" კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინაციის მსურველებისათვის, სპეციალური ავტობუსები იმოძრავებს. ამის შესახებ ინფორმაციას რუსთავის მერია ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, მუნიციპალური ავტობუსები კლინიკა ,,რუსთავის" მიმართულებით, მგზავრებს 09:00 საათიდან, 18:00 საათამდე უფასოდ მოემსახურება.

„ავტობუსები სასტუმრო ,,რუსთავის" მიმდებარე ტერიტორიიდან, კლინიკა ,,რუსთავამდე" და უკან იმოძრავებს. ამასთანავე, ქალაქში არსებული სხვა ვაქცინაციის ცენტრების მიმართულებით, 4 სექტემბრამდე, დილის 08:30 საათიდან 18:30 საათამდე #2, #6 და #7 ავტობუსები მოძრაობს.

#2 ავტობუსის მარშრუტი: ბალანჩივაძის ქუჩა, რუსთაველის ქუჩა, კოსტავას გამზირი, მეგობრობის გამზირი, თოდრიას ქუჩა, მე-12, მე-16, მე-17, მე-18 და მე-19 მიკრო რაიონები, შარტავას გამზირი, გაგარინის ქუჩა, გარეჯის ქუჩა;

#6 ავტობუსის მარშრუტი: რკინიგზის სადგური, რუსთაველის ქუჩა, კოსტავას გამზირი, სანაპიროს ქუჩა, რაგბის სტადიონი, მე-19 მკ/რ, ტაშკენტის ქუჩა, შარტავას გამზირი;

#7 ავტობუსის მარშრუტი: ჭყონდიდელის დასახლება, ძველი ბაზარი, რუსთაველის ქუჩა, კოსტავას გამზირი, მეგობრობის გამზირი, მესხიშვილის ქუჩა, ლეონიძის ქუჩა, შარტავას გამზირი“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

იხილეთ ვიდეო:რუსთავში ვაქცინაციის მსურველებისათვის დღეიდან სპეციალური ავტობუსები იმოძრავებს