ოზურგეთში „ქართული ოცნების" და „პატრიოტთა ალიანსის" წევრებმა პარტიები დატოვეს და სოსო გოგაშვილის პარტიას შეუერთდნენ

ოზურგეთში, ,,ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციის და ,,პატრიოტთა ალიანსის" წევრებმა პარტიები დატოვეს.

ისინი „სახალხო პარტიას" შეუერთდებიან.

„დავტოვეთ ,,ქართული ოცნების“ ოფისი და გადავედით „სახალხო პარტიაში“, მხარს ვუჭერთ სოსო გოგაშვილს, მის გუნდს და ვუერთდებით მათ. ჩვენი პოლიტიკური შესაძლებლობები გავაცანით ერთმანეთს. მოსაზრება იყო, რომ დაგვეტოვებინა მმართველი პარტიის ოფისი“, - განაცხადა „ქართული ოცნების“ ოზურგეთის ახალგაზრდული ორგანიზაციის ყოფილმა წევრმა გიორგი კობალაძემ.

„ქართულ ოცნების“ ადგილობრივ ორგანიზაციაში აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებენ.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს