როლანდ ბერიძე - მჯერა ჩემი ქედელების, მათი მხარდაჭერის, ჩვენ ერთად ბევრ საქმეს გავაკეთებთ

მჯერა ჩემი ქედელების, მათი მხარდაჭერის და ჩვენი გამარჯვების, ჩვენ ერთად ბევრ საქმეს გავაკეთებთ, - განაცხადა „ქართული ოცნების“ ქედის მერობის კანდიდატმა როლანდ ბერიძემ წარდგენაზე. მერობის კანდიდატმა გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადაუხადა „ქართული ოცნების“ გუნდს.

„ძალიან კარგად ვაცნობიერებ, რაოდენ დიდი პასუხისმგებლობა დამეკისრა. თუმცა, ამავდროულად, ვიცი, თუ რაოდენ სასიამოვნოა ის მომენტი, როცა შეგიძლია შენს გუნდთან ერთად, შენი ხალხისთვის, შენი რეგიონისთვის, შენი მუნიციპალიტეტისთვის საქმეები აკეთო. მე მჯერა, რომ ჩვენ ერთად ბევრ საქმეს გავაკეთებთ.

ბოლო 4 წლის განმავლობაში როგორც ჩვენი გუნდი, ასევე მეც აქტიურად ვიყავით ჩართულები მოქალაქეებთან კომუნიკაციაში. ჩვენ ერთად ვიღებდით გადაწყვეტილებებს, თუ სად რა პრობლემა იყო გადასაწყვეტი და ერთად ვპოულობდით ამ პრობლემების მოგვარების გზებს. აქედან გამომდინარე, კარგად ვიცი, მომავალში რა უნდა გავაკეთო იმისთვის, რომ ჩვენი ქედა იყოს უფრო ლამაზი, უფრო კარგი და მიმზიდველი.

მე მჯერა ჩემი ქედელების, მათი მხარდაჭერის და ჩვენი გამარჯვების, ერთი წამით არ მეპარება ეჭვი რომ პირველივე ტურში გავიმარჯვებთ. ქედელებს მინდა მივმართო, თქვენ ნახეთ ბოლო წლების განმავლობაში თქვენი აქტიური ჩართულობით ბევრი პროექტი კეთდება და იმედს ვიტოვებ, რომ მომავალი 4 წელი თქვენი აქტიური ჩართულობით ჩვენ ქედას ბევრ საქმეს გავუკეთებთ.

მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს ოჯახს, მეუღლეს ჩემს კოლეგებს, ჩემს ახლობლებს, საზოგადოებას მხარდაჭერისა და გვერდში დგომისთვის.

მინდა წარმოგიდგინოთ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები: ოთარ ხარაძე, მერაბ ნაკაშიძე, ამირან წულუკიძე, ვაჟა აბულაძე, მამუკა გოგოლიშვილი, ჯიმშერ სამნიძე, ლევან ვერძაძე“, - განაცხადა როლანდ ბერიძემ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა