თორნიკე რიჟვაძე - პირველივე ტურში ჩვენს გამარჯვებაში დარწმუნებული ვარ

ხულოში ყოველთვის იციან ღირსეულის და უღირსის გარჩევა და საკადრის გადაწყვეტილებას იღებენ. ამიტომ, ბოლომდე ვარ დარწმუნებული ჩვენს გამარჯვებაში პირველივე ტურში, - განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ „ქართული ოცნების“ ხულოს მერობის კანდიდატის ვახტანგ ბერიძის წარდგენაზე.

მისი თქმით, მიუხედავად პანდემიისა, „ქართული ოცნების“ გუნდმა, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით შეძლო, რომ არც ერთი მოქალაქე არ დარჩენილიყო სახელმწიფო ზრუნვის და სამედიცინო მომსახურების გარეშე, ყველას ჰქონოდა ხელმისაწვდომობა ვაქცინაზე, რომელიც მნიშვნელოვანია სიცოცხლის და ჯანმრთელობის დასაცავად.

„ჩვენ ვაპირებთ გავაგრძელოთ ყველა ის პროექტი, შევასრულოთ ყველა ის დაპირება, რომელიც მოგეცით. ჩვენი ოპონენტები ყოველთვის სვამენ კითხვას, თუ რა გაკეთდა ჩვენი ხელისუფლების პირობებში. ეს შეკითხვა შეიძლება შეტრიალდეს, თუ რა ვერ გაკეთდა ან არ გაკეთდა. პრემიერ-მინისტრთან ერთად მოვინახულეთ ხულო-ზარზმის მიმდინარე პროექტი, რომელიც გრაფიკის მიხედვით სრულდება და 2023 წლისთვის სამცხე-ჯავახეთი, ხულო, მთლიანად აჭარა კიდევ უფრო ახალ შესაძლებლობებს შეიძენს. ასევე, წელს ბიუჯეტის ფარგლებში, ყველა ის პროგრამა, რომელიც გვქონდა გათვალისწინებული, კიდევ უფრო მეტად გაფართოვდა როგორც სოციალური, ასევე ჯანდაცვის მიმართულებით. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ჩვენ ვზრუნავთ ხულოელებზე როგორც აქ ხულოში, ასევე იცით, რომ „ოცნების ქალაქი“ წლის ბოლომდე დასრულდება და ყველას ექნება ღირსეული საცხოვრისი. ხულოში ყოველთვის იციან ღირსეულის და უღირსის გარჩევა და ყოველთვის საკადრის გადაწყვეტილებას იღებენ. ამიტომ, ბოლომდე ვარ დარწმუნებული ჩვენს გამარჯვებაში პირველივე ტურში. ბატონი ვახტანგი, მოქმედი და მომავალი მერი თავის გუნდთან ერთად გააგრძელებს იმ ძალიან მნიშვნელოვანი საქმის კეთებას, რომელიც აქამდე კეთდებოდა ამ მუნიციპალიტეტში. ჩვენ, აჭარის მთავრობა და მთლიანად ხელისუფლება გვერდში დავუდგებით მას, რომ ყველა პროექტი ბოლომდე იქნას მიყვანილი და ხდებოდეს თითოეულ ადამიანზე მაქსიმალური ზრუნვა”, - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს