გორში სტიქიის შედეგად დაზიანებული მრავალსართულიანი კორპუსების გადახურვა მიმდინარეობს

გორში, იმ მრავალსართულიანი კორპუსების სახურავების გადახურვა მიმდინარეობს, რომლებიც ძლიერი ქარის შედეგად დაზიანდა. ამის შესახებ ინფორმაციას გორის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
მერიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, რეაბილიტაცია უტარდება ქვემოთ ჩამოთვლილ მისამართებზე მდებარე კორპუსების სახურავებს:
ამილახვრის ქუჩა #23; მელიქიშვილის ქუჩა #13; ბარნოვის ქუჩა #9; თარხნიშვილის ქუჩა #21; ცხინვალის გზატკეცილი #9ა.
„სამუშაოების ღირებულება 258 134 ლარია. თანხა ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყო.
პრობლემის სწრაფად გადაჭრის მიზნით, მერია სამ სამშენებლო ორგანიზაციასთან თანამშრომლობს.
ცხინვალის გზატკეცილზე, ამილახვრისა და მელიქიშვილის ქუჩებზე სამუშაოების დასრულების ვადა ხელშეკრულების გაფორმებიდან 10 სამუშაო დღეს, ხოლო ბარნოვსა და თარხნიშვილის ქუჩებზე 30 კალენდარულ დღეს შეადგენს.
სამივე ორგანიზაციასთან ხელშეკრულება 11 აგვისტოს გაფორმდა“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

























