ირაკლი ქარსელაძე - პროგრამა „განახლებული რეგიონების “ ფარგლებში 63-ივე მუნიციპალიტეტში აქტიური სამუშაოები მიმდინარეობს

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის ირაკლი ქარსელაძის განცხადებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით დაწყებული პროგრამა „განახლებული რეგიონების“ ფარგლებში დაფინანსებული პროექტები ქვეყნის 63 მუნიციპალიტეტში აქტიურად მიმდინარეობს.

„დღეს დავათვალიერეთ კახეთის 5 მუნიციპალიტეტში მიმდინარე სამუშაოები, სადაც მთელ რიგ მონაკვეთებზე უკვე დასრულებულია ლესვითი, თბოიზოლაციის, ენერგოეფექტურობის კომპონენტები. ასევე, აქტიურად მიმდინარეობს რეკრეაციული სივრცეების და ირიგაციების მოწყობა, წესრიგდება სხვა საინჟინრო ინფრასტრუქტურული ელემენტები, დაწყებულია შესაბამისი საფეხმავლო და საგზაო უსაფრთხოების ღონისძიებები“,- განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ კახეთში პროგრამის „განახლებული რეგიონები“ ფარგლებში მიმდინარე სამუშაოების დათვალიერებისას.

ირაკლი ქარსელაძე, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულ ირაკლი შიოშვილთან, საქართველოს პარლამენტის წევრებთან - ირაკლი ქადაგიშვილთან და დავით სონღულაშვილთან და მუნიციპალიტეტის მერებთან ერთად საგარეჯოში, დედოფლისწყაროში, გურჯაანში, ყვარელსა და თელავში მიმდინარე პროექტების სამშენებლო სამუშაოებს გაეცნო.

პროგრამის ფარგლებში, თელავში დაწყებულია თბილისის გზატკეცილისა და რუსთაველის ქუჩის ურბანული განახლება, გურჯაანში ნონეშვილის ქუჩისა და ე.წ. „პაპასბაღის“ და „ბებოსბაღის“, დედოფლისწყაროში ცენტრის და რუსთაველის ქუჩის რეაბილიტაცია, საგარეჯოში ცენტრალური ქუჩისა და მოედნის, ყვარელში კი ილია ჭავჭავაძის ქუჩის განახლება.

საქართველოს პარლამენტის წევრის ირაკლი ქადაგიშვილის თქმით, ეკონომიკა ქვეყანაში აქტიურად ვითარდება მიუხედავად პანდემიისა, რაც აისახება რეგიონებზეც.

„კონკრეტულად თელავში რამდენიმე მნიშვნელოვანი პროექტი მიმდინარეობს. ერთი არის ურბანული ცენტრების განახლება, ასევე წყლის პროექტის განხორციელება ეს ის პროექტებია, რომლებიც პირდაპირ არის დაკავშირებული თითოეული მოქალაქისათვის ნორმალური საყოფაცხოვრებო პირობების შექმნასთან და ამავდროულად ქალაქში ცხოვრების ხარისხის ზრდასთან. ეს პროექტები ზრდის მოქალაქეების ქონების ფასს და ეს არის სწორედ ასახვა ეკონომიკური ზრდის თითოეული მოქალაქის ცხოვრების დონეზე. პროექტები საკმაოდ კარგი ხარისხით და კარგი ტემპით მიმდინარეობს მომავალი წლები სწორედ იქნება იქითკენ მიმართული რომ მუნიციპალიტეტებში, სოფლებში ყველაგან მოწსრიგდეს და დამკვიდრდეს ის სტანდარტი, რაც ნორმალური ცხოვრებისთვის არის მიღებული მათ შორის ევროპულ ქვეყნებში,“-განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

„4-წლიანი პროგრამა, რომელიც საქართველოს 63 მუნიციპალიტეტს მოიცავს და მისი მხოლოდ პირველი ეტაპის საორიენტაციო ღირებულება 500 მილიონი ლარია, ითვალისწინებს რეგიონების ურბანულ განახლებას, რაც სახელმწიფოს, მუნიციპალიტეტის და კერძო საკუთრებაში არსებული მნიშვნელოვანი ობიექტის განვითარებას გულისხმობს.

პროექტები მუნიციპალიტეტის წარმომადგენლების უშუალო ჩართულობით სპეციალურმა კომისიამ დაამტკიცა, ხოლო სამშენებლო კომპანიები, რომლებმაც უკვე დაიწყეს მოსამზადებელი და სამშენებლო სამუშაოები ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ გამოცხადებული ელექტრონული ტენდერებით შეირჩა. სპეციალური კომისიის შემადგენლობაში შედიოდნენ როგორც ადგილობრივი თვითმმართველობის, ისე ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლები და სივრცითი დაგეგმარების სპეციალისტები“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

რამაზ საყვარელიძე - თუ „ქოც/ნაცებმა“ მიაღწიეს საწადელს, ისევ დატოვეს ამომრჩეველი ორ პოლუსს შორის, მაშინ არაფერი შეიცვლება, ამ კინოსაც ის დასასრული ექნება, რაც ადრინდელ კინოებს ჰქონდათ
ქართული პრესის მიმოხილვა 23.09.2021
დიმიტრი შველიძე - ახლა პოლიტიკური ელიტა იდეებისაგან დაცლილია, ფულის ფაქტორი გადამწყვეტია, სოციალური პოლარიზაცია უძლეველია და კაცმა არ იცის, ელექტორატის უმრავლესობა ვის უჭერს მხარს
წინანდლის ფესტივალის პრესსამსახური განცხადებას ავრცელებს
ქართველმა მეცნიერებმა და ევროკავშირის დაძმობილების პროექტის ექსპერტებმა "მწვანე გარიგების” პერსპექტივები განიხილეს
„სს ფუდმარტი“ რიგით მე-500 მაღაზიას ხსნის
სტერეო +  განცხადებას ავრცელებს