ბათუმში, კლინიკის მესამე სართულიდან კოვიდპაციენტი გადახტა

ბათუმში, კლინიკა BMS-ს მესამე სართულიდან 47 წლის კოვიდინფიცირებული მამაკაცი გადახტა. როგორც კლინიკაში "ინტერპრესნიუსს" განუცხადეს, მამაკაცი რეანიმაციულ განყოფილებაში არის მოთავსებული.
"47 წლის მამაკაცი, რომელიც კოვიდ რეანიმაციაში გადიოდა მკურნალობას, კლინიკიდან გადახტა. შემთხვევა დღეს საღამოს მოხდა, ახლა რეანიმაციაში არის გადაყვანილი. შემთხვევის დროს ექთანი იქ იმყოფებოდა",- აცხადებენ კლინიკაში.

























