ესტონური ტელეკომპანია „TV 3“-ის გადამღებმა ჯგუფმა აჭარაში იმოგზაურა. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურიზმის დეპარტამენტი ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, „TV 3” - გადამღები ჯგუფი საქართველოს ორი კვირით სტუმრობს, ჯგუფი სხვადასხვა კუთხეში მოგზაურობს და 10 ეპიზოდიან გადაცემათა ციკლს -„მოგზაურობა საქართველოში“ იღებს.
„გადაცემათა ციკლის „მოგზაურობა საქართველოში“ გადაღებისას ჟურნალისტები ბათუმის ძირითად ტურისტულ ღირსშესანიშნაობებსა და მთიან აჭარას სტუმრობდნენ. მათ ობიექტივში აჭარასთან ერთად თბილისი, კახეთი, იმერეთი, სამეგრელო და სვანეთი მოხვდა. გადამღები ჯგუფის წევრები საქართველოს პრესტურის ფარგლებში, ორი კვირით სტუმრობენ. გადაცემათა ციკლს „მოგზაურობა საქართველოში“ ესტონელი ტელემაყურებელი სექტემბერში იხილავს. 10 ეპიზოდისგან შემდგარი 42 წუთიანი გადაცემები საქართველოს ტურისტულ მიმართულებებს, საზღვაო და სამთო კურორტებს, ქართულ ტრადიციებს, კულტურას და ისტორიას დაეთმობა. პრესტური ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ესტონეთში საქართველოს საელჩოს ჩართულობით იმართება. აჭარაში მას მხარდაჭერას აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი უწევს”, - ნათქვამია ინფორმაციაში.