ტალინიდან ბათუმის მიმართულებით ჩარტერული ფრენები დაიწყო

ევროპის ქვეყნებიდან ბათუმის მიმართულებით ფრენების რაოდენობა იზრდება. ჩარტერული ფრენები ბათუმის საერთაშორისო აეროპორტს ამჯერად, ტალინიდან დაემატა. ესტონეთის დედაქალაქიდან პირველ ჩარტერს ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში 150-ზე მეტი ტურისტი ჩამოყვა. აღნიშნულ ინფორმაციას აჭარის ტურიზმის ადმინისტრაცია ავრცელებს.

აჭარის ტურიზმის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ჩარტერული ფრენები "ტალინი-ბათუმი-ტალინი" კვირაში ერთხელ სექტემბრის ბოლომდე განხორციელდება. ტალინთან ერთად, ჩარტერული ფრენები ბათუმში ვილნიუსიდანაც ხორციელდება. ბალტიისპირეთიდან ბათუმის მიმართულებით ჩარტერები პირველად 2019 წელს დაიწყო. მას ორგანიზებას ტურისტული კომპანია "აჭარა ტური" უწევს.

უწყება განმარტავს, რომ 2021 წლის ივლისში, ბათუმში 480 საერთაშორისო ფრენა განხორციელდა, რაც გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 60 - ჯერ, ხოლო 2019 წლის მონაცემთან შედარებით 36.36 %-ითაა გაზრდილი. მგზავრთა საერთო ნაკადი გაზრდილია 20.15%-ით.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო