„აფლელუ პარიზი“ უკვე საქართველოშია და პირველი ოფიციალური მაღაზიით „სითი მოლ საბურთალოში“ იქნება წარმოდგენილი

42-წლიანი გამოცდილება ოპტიკის სფეროში, 1418 მაღაზია მსოფლიოს 19 ქვეყანაში და მილიონობით ერთგული მომხმარებელი; მინიმალიზმი და ელეგანტურობა, ღირებულებებისადმი პატივისცემა, მომხმარებელზე ზრუნვა და კომფორტული ცხოვრების წესის პოპულარიზაცია - ეს „აფლელუ პარიზია“, რომელიც 23 აგვისტოს უკვე საქართველოშიც შემოვიდა. გახსნის დღიდან ყოველთვის, მაღაზია მომხმარებლებს უნიკალურ Tchin Tchin აქციას შესთავაზებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ნებისმიერი ბრენდის სათვალისა და ჩარჩოს შეძენისას მომხმარებელი „აფლელუს“ კოლექციიდან მეორე სასურველ სათვალეს 1 ლარად მიიღებს .

1972 წელს დაწყებული ისტორია ახლა უკვე ჩვენს ქვეყანაშიც გრძელდება და სათვალის ქართველ მოყვარულებს შესაძლებლობა აქვთ, წამყვანი ბრენდებისა და უმაღლესი ხარისხის ოპტიკური პროდუქცია „აფლელუ პარიზის“ მაღაზიაში 23 აგვისტოდან შეიძინონ.

„აფლელუ პარიზის“ ოფიციალურ მაღაზიაში კონკრეტულად „აფლელუს“ ბრენდის პროდუქციის გარდა წარმოდგენილია Tom Ford-ის, Gucci-ს, Montblanc-ის, Mykita-ს, Ray-ban-ის, Persol-ის, Komono-სა და ექსკლუზიურად Moscot-ის სათვალეები, ლინზები და აქსესუარები.

„აფლელუ პარიზი“ პრემიუმ-ხარისხის პროდუქციის გარდა, მსოფლიოში ცნობილია მრავალფეროვანი სერვისებით, რომელსაც ის მომხმარებელს სთავაზობს. გარდა ოპტიკური ჩარჩოების, სასათვალო და კონტაქტური ლინზებისა თუ აქსესუარებისა, მაღაზიაში მისულ მომხმარებლებს დახვდებათ ოფთალმოლოგისა და ტექნიკოსის სერვისი, რაც საშუალებას მისცემთ, ყველა სახის მომსახურება ადგილზე მოკლე დროში მიიღონ.

„აფლელუ“ ჰოლივუდის ვარსკვლავების საყვარელი და გამორჩეული ბრენდია. 2014 წლიდან მისმა დამფუძნებელმა ალან აფლელუმ AFFLELOU PARIS დიზაინერული ლეიბლი შექმნა, რომლის ამბასადორიც შერონ სტოუნი გახდა. ულამაზესი და უნიჭიერესი მსახიობი ხშირად იხდენდა ბრენდის როგორც ოპტიკურ ისე მზის სათვალეს და ამ მხრივაც უამრავი ადამიანის ინსპირაცია გახდა.

„აფლელუს“ კოლექციებიდან ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეულია MAGIC, რომელიც უკვე ქართველი მომხმარებლისთვისაც ხელმისაწვდომია. მაღაზიაში მისულ მომხმარებლებს საშუალება ექნებათ, შეარჩიონ მზის სათვალეები ოპტიკური ჩარჩოები, სათვალე კითხვისთვის თუ ეკრანის ლურჯი ნათებისგან თვალის დასაცავად. მათზე მორგებული აქსესუარის შერჩევაში კი „აფლელუს“ კომპეტენტური თანამშრომლები დაეხმარებიან.

გარდა ზრდასრულებისა, „აფლელუ“ კოლექციას პატარა მომხმარებლებისთვისაც ქმნის. კოლექცია Reform აერთიანებს გაუტეხავ სათვალეებს, რომელიც მორგებულია ბავშვის ცხოვრების წესთან, ხასიათდება სიმსუბუქითა და რეგულირებადი სათვალის ყურებით. „აფლელუს“ ბავშვის აქსესუარები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში დიდი პოპულარობით სარგებლობს მხიარული ფერების ფართო არჩევანის და რაც მთავარია, ხარისხისა და კომფორტის გამო. რაც მთავარია, კოლექცია შექმნილია ჩვილობიდან 18 წლის ასაკამდე ბავშვებისთვის და არაერთხელ არის შემოწმებული პროფესიონალი ოფთალმოლოგების მიერ.

„აფლელუ პარიზი“ ალან აფლელუმ დააარსა, რომელმაც 23 წლის ასაკში მიიღო ოტპომეტრისტისა და აუდიომეტრისტის ორმაგი ხარისხი. მან ოპტიკის პირველი მაღაზია ბორდოში გახსნა, 1978 წლისთვის კი პატარა მაღაზიიდან მთელი ინდუსტრია შექმნა, რამაც თავბრუდამხვევი წარმატება მოუტანა. მიზეზი კი იყო რევოლუციური სარეკლამო კამპანია, რომლითაც მომხმარებელი რეალურ სარგებელს იღებდა - ნებისმიერი ბრენდის სათვალე ნახევარ ფასად. 7 წელიწადში „აფლელუმ“ საფრანგეთში მაღაზიების რაოდენობა 100-მდე გაზარდა, ამავდროულად ის ხელს უწყობდა დამწყებ ბიზნესს და ახალგაზრდებს, რომელთაც საინტერესო იდეები ჰქონდათ.

ბრენდის ოფიციალური მაღაზიები ხასიათდება სისადავით, ელეგანტურობით, სინათლითა და ფერთა სასიამოვნო გრადაციით, რაც დიზაინერების მრავალწლიანი მუშაობის შედეგია. ამავე კონცეფციითაა შექმნილი „აფლელუ პარიზის“ თბილისის მაღაზია, სადაც მომხმარებელს საუკეთესო სერვისის მიღების საშუალება აქვს.

(R)

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა