აჭარაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა საერთო ჯამში 117 192 პირმა გაიკეთა

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, აჭარაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა საერთო ჯამში 117 192 პირმა გაიკეთა.

უწყების ინფორმაციით, გასული 24 საათის განმავლობაში რეგიონში კორონავირუსის 368 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

აჭარაში კრიტიკულად მძიმედ, მართვით სუნთქვაზე 31 პაციენტი იმყოფება.

კოვიდ კლინიკებში 1033 პაციენტი მკურნალობს, ხოლო კოვიდ სასტუმროში 1408, ონლაინ კლინიკაში კი 5215 პირი იმყოფება.

კორონავირუსით აჭარაში კიდევ ხუთი ადამიანი გარდაიცვალა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა