ფონდი კონსტანტა განცხადებას ავრცელებს

ფონდი კონსტანტას მნიშვნელოვანი წარმატება - უზენაესმა სასამართლომ გააუქმა სააპელაციო სასამართლოს უკანონო განჩინება და სააპელაციო სასამართლოს საქმის სათანადო განხილვა დაავალა.

2014 წელს შეტანალი სარჩელით ფონდი კონსტანტა ითხოვს 2011 წელს პროკურატურის თანამშრომელთა დანაშაულებრივი მოქმედების შედეგად ერთ დღე-ღამეში იძულებით წართმეული 12 მილიონი ლარის დაბრუნებას.

თბილისის საქალაქო და სააპელაციო სასამართოლოების დაუსაბუთებელი გადაწყვეტილების შემდეგ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებმა მაია ვაჩაძემ, ნუგზარ სხირტლაძემ და ალექსანდრე წულაძემ კანონიერი გადაწყვეტილება მიიღეს - გააუქმეს სააპელაციო სასამართლოს უკანონო განჩინება და დაავალეს სააპელაციო სასამართლოს საქმის სათანადო განხილვა. კერძოდ, უზენაესმა სასამართლომ სააპელაციო სასამართლოს დაავალა:

  • სწორი სამართლებრივი შეფასება მიეცეს მოწმეთა ჩვენებებს, რომლებიც მიუთითებენ პროკურატურის თანამშრომელთა მხრიდან განხორციელებულ იძულებაზე;
  • პროკურატურას დაეკისროს პროკურატურის თანამშრომელთა მოქმედების კანონიერების მტკიცების ტვირთი;
  • პასუხი გაეცეს კითხვას, თუ რატომ იყო სისხლის სამართლის კოდექსის იმავე მუხლით გასამართლებული სხვა პირების ჯარიმა რიგ შემთხვევებში 1700-ჯერ ნაკლები, ვიდრე ფონდის მიერ გადახდილი ჯარიმა;
  • შეფასდეს ეროვნული ბანკის როლი ფონდი კონსტანტას ქონების სახელმწიფოსთვის გადაცემის პროცესში;
  • დაკმაყოფილდეს შუამდგომლობა, რასაც ფონდის ადვოკატები წლების განმავლობაში ითხოვდნენ. კერძოდ, სააპელაციო სასამართლომ უნდა გამოითხოვოს სისხლის სამართლის საქმე, რომელზეც გამოძიება 2013 წლიდან მიმდინარეობს, პროკურატურის ცალკეული თანამშრომლების მიერ უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე.

ფონდი კონსტანტა აქვე გამოხატავს წუხილს პროკურატურის ამჟამინდელი წარმომადგენლების მხრიდან წინა ხელისუფლების მიერ განხორციელებული იძულების არაღიარების და ბრალეული პირებისათვის ხელის დაფარების მიდგომაზე.

ამჟამად, ეს საქმე სააპელაციო სასამართლოში დაეწერა მოსამართლე ნინო შარაძეს, ხოლო პროცესი დანიშნულია 18 ნოემბერს. ფონდი იმედს გამოთქვამს, რომ სააპელაციო სასამართლო ზედმიწევნით შეასრულებს უზენაესი სასამართლოს მითითებებს, რის შედეგადაც დადგინდება პროკურატურის თანამშრომლების მხრიდან განხორციელებული იძულება, ხოლო ფონდს იძულებით წართმეული ქონება დაუბრუნდება.

(R)

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა