ვასილ გველესიანი -  ჩვენ ყველა სოფელში კონკრეტული სამოქმედო გეგმით მივდივართ

„ქართული ოცნების“ ზესტაფონის მერობის კანდიდატი, ვასილ გველესიანი მოქალაქეებს მუნიციპალიტეტის განვითარების სტრატეგიასა და თითოეული სოფლისთვის უკვე შემუშავებულ სამოქმედო გეგმას აცნობს. ამის შესახებ ინფორმაციას „ქართული ოცნების“ პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, მერობის კანდიდატმა სამოქმედო გეგმა ამჯერად ზედა საქარის მოსახლეობას გააცნო.

ვასილ გველესიანის განცხადებით, სოფლებში მთავარ პრობლემას წყალმომარაგება წარმოადგენს, რომლის გადაჭრის გზებზეც მომავალი 4 წლის განმავლობაში იზრუნებს.

„დღეს შეხვედრა ზედა საქარის ადმინისტრაციულ ერთეულში გავმართე. მოსახლეობასთან აქტუალურ საკითხებზე ვისაუბრე და მათი მოსაზრებები მოვისმინე. ამ სოფლის მთავარ პრობლემას წყალმომარაგება წარმოადგენს.

ჩვენ ყველა სოფელში კონკრეტული სამოქმედო გეგმით მივდივართ, რომელსაც მომავალი 4 წლის მანძილზე ერთად განვახორციელებთ.

გარდა ამისა, შეხვედრებზე განვიხილავთ პანდემიისგან გამოწვეულ პრობლემას და მოვუწოდებთ მოსახლეობას აქტიური ვაქცინაციისკენ“, - აცხადებს ვასილ გველესიანი.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს