ქუთაისის საკრებულოს წევრი ელისო არჩაია "ქართულ ოცნებას" ტოვებს და გიორგი გახარიას პარტიას უერთდება

ქუთაისის საკრებულოს წევრი ელისო არჩაია "ქართულ ოცნებას" ტოვებს და გიორგი გახარიას პარტიას "საქართველოსთვის" უერთდება. ამის შესახებ საკრებულოს წევრმა სოციალურ ქსელში განაცხადა.

მისი თქმით, "ქართული ოცნების" გუნდში შესაძლებლობები ამოწურა.

"ჩემო ძვირფასო მეგობრებო, ჩემო ამომრჩევლებო!

დასრულდა ჩემი მაჟორიტარობის 4 წელი, რომელიც მე ,,კახიანოურის” უბანს მივუძღვენი.

ვფიქრობ, რომ ,,ქართული ოცნების” გუნდში ჩემი შესაძლებლობები ამოვწურე. მე ვეღარ ვახერხებ თქვენს დახმარებას სათანადოდ. ვეღარ ვაგვარებ იმ პრობლემებს, რომლებიც თქვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. მე არ მეძლევა ამის საშუალება ობიექტური თუ სუბიექტური მიზეზების გამო და დავრწმუნდი, რომ ამ გუნდში აღარც მომავალში მექნება თქვენთვის მეტის გაკეთების საშუალება.

მე მივიღე გადაწყვეტილება ვიბრძოლო ღირსეული, პროფესიონალი და პატიოსანი ადამიანებით დაკომპლექტებულ გუნდთან ერთად, რომელსაც ვენდობი და რომელსაც ნამდვილად აქვს ძალა ქვეყნის მომავალი შეცვალოს!

დღეიდან, ბატონი გიორგი გახარიას გუნდში მე უფრო მეტის გაკეთებას შევძლებ ამ ქალაქისთვის, ვიდრე ეს როდესმე გამიკეთებია, რადგან ეს არის გუნდი, რომლის მთავარი მიზანი ცვლილებებია.

მე არსად არ მივდივარ. ვრჩები თქვენთან და ვაგრძელებ ბრძოლას პარტია ,,საქართველოსთვის” სახელით. ბრძოლას უიმედობისა და სიღარიბის დასრულებისთვის და რაც მთავარია, ჩვენი უნიკალური ქალაქის განვითარებისთვის.

მე ამის საშუალება და ბერკეტი მომეცა ახლა ისე, როგორც არასდროს.

მე თქვენი მხარდაჭერის იმედი მაქვს.

მადლობა იმ ნდობისთვის, რასაც აქამდე მიცხადებდით!

ჩვენ ერთად გავიმარჯვებთ!

წინ, საქართველოსთვის!", - წერს Facebook-ზე ელისო არჩაია.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა