შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა აპელაციის შედეგები გამოაქვეყნა

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა აპელაციის შედეგები გამოაქვეყნა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ცენტრიდან აცნობეს, 3355 სააპელაციო განაცხადიდან (ნაშრომების საერთო რაოდენობის 3%) შეფასება 1435 შემთხვევაში შეიცვალა.

პირველადი შედეგების გამოქვეყნების შემდეგ აბიტურიენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ გაესაჩივრებინათ როგორც ერთი, ასევე რამდენიმე დავალება. სააპელაციო განაცხადების მიღება მხოლოდ ელექტრონულად მიმდინარეობდა.

,,საგანმანათლებლო პროგრამების წაშლისა და დამატების საშუალება აბიტურიენტებს 25 აგვისტოს 18:00 საათის ჩათვლით აქვთ. ამ ვადის ამოწურვის შემდეგ ისინი პრიორიტეტულ ჩამონათვალში ცვლილებებს ვეღარ შეიტანენ. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი სთხოვს გამოცდების მონაწილეებს, საკუთარ სარეგისტრაციო გვერდზე კიდევ ერთხელ ყურადღებით გაეცნონ სასურველ საგანმანათლებლო პროგრამებზე არსებულ კონკურსს, მიღებულ შედეგს (გათანაბრებულ ქულებს) და შესაბამისად შეადგინონ მათი საბოლოო პრიორიტეტული ჩამონათვალი.

აბიტურიენტებს საშუალება აქვთ შეუზღუდავი რაოდენობით აირჩიონ ის საგანმანათლებლო პროგრამები, რომელთა მოთხოვნებსაც შეესაბამება მათ მიერ ჩაბარებული საგნობრივი გამოცდები და მიღებული ქულები. ცენტრი ასევე შეახსენებს აბიტურიენტებს, არ დაავიწყდეთ ნებისმიერი ცვლილების განხორციელების შემდეგ ღილაკის - „შენახვა“ გამოყენება. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და პროგრამების ჩამონათვალი, ასევე ყველა სხვა მნიშვნელოვანი ინფორმაცია მითითებულია „ცნობარში აბიტურიენტებისათვის“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x
14.07.2025 / 09:02

პაატა ზაქარეიშვილი - მგონი, ევროკავშირი ხვდება, რომ „ქართულ ოცნებას“ ევროკავშირი არც თავისთვის და არც საქართველოსთვის არ უნდა
ქართული პრესის მიმოხილვა 14.07.2025
კავკასიის მედიცინის ცენტრს ევროპის ონკოგინეკოლოგთა ასოციაციის (ESGO) აკრედიტაცია მიენიჭა
Idram და Alipay+ ხელს უწყობენ სომხეთში საერთაშორისო QR გადახდებს, რითაც ადგილობრივ ბიზნესებს ციფრული საფულეების გლობალურ მომხმარებლებთან აკავშირებენ
„მადლიერების ჩიტი“ – ჯილდო ქართული ტრადიციული მუსიკის ერთგულ მხარდამჭერებს