ფოთის მერიასთან, ჯავახიშვილის ქუჩაზე მცხოვრებმა კომპაქტურად ჩასახლებულმა დევნილებმა აქცია გამართეს

ფოთის მერიასთან, ჯავახიშვილის ქუჩაზე მცხოვრები კომპაქტურად ჩასახლებული დევნილები შეიკრიბნენ. ისინი ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრას ითხოვდნენ. მათი განცხადებით, პორტის ტერიტორიაზე ღია წესით ისეთი ტვირთების დამუშავება ხორციელდება, რაც ადგილობრივების ჯანმრთელობას ზიანს აყენებს. კომპაქტურ დასახლებაში მცხოვრები 100-მდე ოჯახი აღნიშნული ზონიდან გასახლებას მოითხოვს, პარალელურად კი საკუთარი უფლებების დაცვას სასამართლოში ცდილობენ. შეკრებილებმა ხელისუფლებას პრობლემის მოსაგვარებლად 3 - დღიანი ვადა განუსაზღვრეს.

„სამი წელია ეს პრობლემა არსებობს და ამ დრომდე მოგვარებული არ არის. უკვე ვერ ვუძლებთ, ბავშვებს ტყვიის შემცვლელობა ძალიან მაღალი აქვთ. უმძიმესი მდგომარეობაა. სხვა გამოსავალს არ გვიტოვებენ. უნდა გამოვიდეთ ქუჩაში, მაინც ვკვდებით და რა მნიშვნელობა აქვს სად ვიქნებით.

სამ დღეს ვაძლევთ ხელისუფლებას, რომ მოვიდნენ და გვითხრან რას გვიპირებენ. აქ მცხოვრებლები ვითხოვთ კომპენსაციას, რათა ალტერნატიული საცხოვრებელი შევიძინოთ“, - განაცხადა ჯავახიშვილის ქუჩის მცხოვრებმა ვეფხვია გულედანმა.

მოგვიანებით შეკრებილებმა ჯავახიშვილის ქუჩაზე გადაინაცვლეს, სადაც მათ ფოთის ვიცე - მერი ზაქრო გვრიტიშვილი შეხვდა. როგორც მან აღნიშნა, არსებულ პრობლემას გაეცნობა, შეისწავლის აქამდე გაკეთებულ ყველა დასკვნას და ადგილობრივებთან ერთად განიხილავს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა