ჩხოროწყუში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს, მისი ძმა კი დაჭრეს

ჩხოროწყუში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს, მისი ძმა კი დაჭრეს

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში, სოფლების ნაფიჩხოვოსა და ჭოღას მიმდებარედ, ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს, მისი ძმა კი დაჭრეს. არსებული ინფორმაციით, მას ჭრილობები ცივი იარაღით აქვს მიყენებული. შემთხვევას წინ ურთიერთშელაპარაკება უძროდა.

რაც შეეხება მოკლულის ძმას, ის მსუბუქად იყო დაჭრილი, კლინიკაში გაეწია შესაბამისი დახმარება და სახლში გაწერეს.

"პაციენტები საღამოს 10:00 საათზე შემოიყვანეს. ერთ-ერთ პაციენტს არანაირი სასიცოცხლო ნიშნები არ გააჩნდა. ჩაუტარდა ყველა რეანიმაციული ღონისძიებები თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა, რადგან მას ჰქონდა მუცლის არეში ღრმა შემავალი ჭრილობა, რაც არ იყო სიცოცხლისთვის თავსებადი.

მის ძმას, რომელსაც ჰქონდა გულ-მკერდის არეში მიყენებული ჭრილობა, თუმცა არ იყო სასიკვდილო, ჩაუტარდა ყველა შესაბამისი სამედიცინო გამოკვლევა და გაეწერა საავადმყოფოდან",- განაცხადა საავადმყოფოს დირექტორმა გოგი უბირიამ.

როგორც მერიის წარმომადგენელმა "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, დაპირისპირების მონაწილეები პოლიციაში გამოკითხვაზე იმყოფებიან.

„ახალგაზრდებს შორის შელაპარაკება მოხდა, დაახლოებით ათამდე პირი იყო და სამწუხაროდ, ეს უბედური შემთხვევა მოხდა. დაპირისპირების მონაწილეები პოლიციაში იმყოფებიან გამოკითხვაზე. დანაშაულში ბრალდებული კი ადგილიდან მიიმალა,“- განუცხადა „ინტერპრესნიუსს“ მერის წარმომადგენელმა ნაფიჩხოუს ადმინისტრაციულ ერთეულში ხვიჩა ლაგვილავამ.

შემთხვევა წუხელ მოხდა.

შსს-ს ინფორმაციით, ფაქტზე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.