კახა ოქრიაშვილი არჩევნების გადადებაზე მსჯელობის დაწყებასთან დაკავშირებით საგანგებო განცხადებას ავრცელებს

„ქართულმა ოცნებამ“ თავისი სატელიტი პოლიტიკური ძალების მეშვეობით, რომლებიც არ წარმოადგენენ რეალურ ოპოზიციას, მოსახლეობას „შემოუგდო“ წინადადება, არჩევნების გადადებასთან დაკავშირებით და მერე თავადვე უპასუხა ამ წინადადებას, რომ არ აპირებს არჩევნების გადადებას, რადგან ოპოზიციამ წინასწარ იცის, რომ მარცხდება.

არჩევნების გადადება-არგადადების საკითხი ეპიდემიოლოგების გადასაწყვეტია და არა პოლიტიკოსების!

რა მოცემულობა გვაქვს დღეს - „ქართულმა ოცნებამ“ კიდევ ერთხელ გვაჩვენა, რომ ან განზრახ უწყობს ხელს ვირუსის გავრცელებას და შეგახსენებთ მათ მიერ ბიუჯეტიდან დაფინანსებულ კონცერტებს, ბათუმში გადავსებულ სტადიონს, რეგულაციების, მათ შორის, პირბადის ტარების იგნორირებას და ა.შ. ან „ოცნების“ ჩვეული უუნარობის შედეგებია, რომ მსოფლიოში პირველ ადგილზე ვართ ვირუსის გავრცელებით და სიკვდილიანობით. არსებული სიტუაცია ჩემთვის გასაკვირი არც არის, რადგან ამ 9 წლის განმავლობაში, „ოცნება“ ყველა საკითხის მენეჯმენტში ბოლო ადგილზეა - ისინი ჩემპიონები არიან საგარეო პოლიტიკის, ეკონომიკის, ლარის კურსის და ყველა სხვა საკითხის ანტი-მენეჯმენტში.

მიმაჩნია, რომ ქვეყანაში რაც შეიძლება სწრაფად უნდა ჩატარდეს რეფერენდუმიც და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებიც, ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, რათა ეს არაკომპეტენტური, კორუმპირებული, თაღლითი ხელისუფლება კომპეტენტური, პროგრესული და პროფესიონალური მთავრობით შეიცვალოს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო