„ქართული ოცნების“ ზესტაფონის მერობის კანდიდატი ვასილ გველესიანი მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს

„ქართული ოცნების“ ზესტაფონის მერობის კანდიდატი ვასილ გველესიანი მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს. ამის შესახებ ინფორმაციას პარტია „ქართული ოცნება“ ავრცელებს.

წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში მერობის კანდიდატი დაბა შორაპნის მოსახლეობას შეხვდა და სამომავლო გეგმებზე ესაუბრა:

„შორაპანი უნიკალური ისტორიული წარსულითა და ადგილმდებარეობით გამოირჩევა. ამ დაბაში მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები უკვე განხორციელებულია, თუმცა მომავალში დაიგეგმება და გამოიკვეთება ის სამუშაოები, რომელიც აქტუალურია მოსახლეობისთვის.

გამოწვევა ისევ არსებობს და ჩვენი გუნდი მაქსიმალურად იზრუნებს იმისთვის, რომ მომავალი 4 წლის განმავლობაში მოაგვაროს ყველა არსებული პრობლემა“, - განაცხადა ვასილ გველესიანმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს