ბათუმში, უბედური შემთხვევის შედეგად, 23 წლის ბიჭი გარდაიცვალა

ბათუმში 23 წლის მამაკაცი, სავარაუდოდ, დენის დარტყმის შედეგად გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, 23 წლის მამაკაცი ერთ-ერთ ქუჩაზე სარეკლამო ბანერს ამონტაჟებდა, რა დროსაც უბედური შემთხვევა მოხდა.
მომხდარის გამო ადგილზე სასწრაფო - სამედიცინო დახმარების ბრიგადა მივიდა, თუმცა მამაკაცი უკვე გარდაცვლილი იყო.
როგორც "ინტერპრესნიუს" საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება "სისხლის სამართლის კოდექსის" 240 -ე მუხლით დაიწყო, რაც შრომის უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
























