ლატვიაში დაფუძნებულმა Baltic Tech Ventures-მა ქართული სტარტაპის - Total Traffic Management-ის სააქციო წილი შეიძინა

ლატვიაში დაფუძნებულმა Baltic Tech Ventures-მა ქართული სტარტაპის - Total Traffic Management-ის (TTM) სააქციო წილი შეიძინა.

Baltic Tech Ventures-ის წარმომადგენლებს TTM-ის საქმიანობის გაცნობის საშუალება Pitch Day-ის ღონისძიებაზე ჰქონდათ, რომელიც თბილისის მერიისა და „საქართველოს ანგელოზ ინვესტორთა ქსელის“ (AXEL) ორგანიზებით გაიმართა.

ქართულ სტარტაპს - TTM-ს - შექმნილი აქვს ავტომობილების სიჩქარის შეზღუდვის ე.წ. ჭკვიანი მოწყობილობა - ISA (Intelligent Speed Assistant), რომელიც GPS მოწყობილობასთან ერთად, ავტომობილის სიჩქარეს რეალურ დროში, გზის მოცემულ მონაკვეთზე არსებული სიჩქარის შეზღუდვის გათვალისწინებით ამცირებს. ISA აჩქარების პედალზე მაგრდება და თავსებადია თითქმის ყველა ტიპის ავტომობილთან, მათ შორის, ჰიბრიდულ და ელექტროავტომობილებთან.

„საინვესტიციო შესაძლებლობების წარმოჩენა, ბიზნესსექტორის მხარდაჭერა და ინტენსიური კავშირების დამყარება ევროპულ კომპანიებთან თბილისის ეკონომიკურ განვითარებაში გადამწყვეტ როლს თამაშობს. ამიტომაც, 23-24 ივნისს თბილისის მერიის და აქსელი-ს ორგანიზებით, ორდღიანი ღონისძიება გაიმართა, რომელმაც საშუალება მოგვცა, თბილისის საინვესტიციო შესაძლებლობები წარმატებით წარგვედგინა და ბალტიის ქვეყნებიდან „ანგელოზი ინვესტორების ქსელების“ წარმომადგენლებისთვის წამყვანი სტარტაპ ეკოსისტემა გაგვეცნო. ჩვენი პირველი შედეგები შთამბეჭდავია და მეტად პოზიტიური მოლოდინი გვაქვს, ვინაიდან, ინვესტიციის შესახებ მოლაპარაკებები კიდევ რამდენიმე სტარტაპთან მიმდინარეობს“, - განაცხადა თბილისის მერის მოადგილე ანდრია ბასილაიამ.

TTM-ის მიერ მოზიდულ ინვესტიციას აქსელი-ს დამფუძნებლებიც წარმატებულად აფასებენ. მათი თქმით, აღნიშნული ფაქტი ადასტურებს „საქართველოს ანგელოზ ინვესტორთა ქსელის“ შესაძლებლობებს - აღმოაჩინონ ადრეული ეტაპის საუკეთესო სტარტაპები და ისინი შესაბამის ინვესტორებთან დააკავშირონ.

Baltic Tech Ventures-ის აღმასრულებელი დირექტორი და საინვესტიციო კომიტეტის თავმჯდომარე ჯინ ზოლოტარევი იმედოვნებს, რომ აღნიშნული ტექნოლოგიის მეშვეობით, ავტომობილების გადაადგილება ბევრად უფრო უსაფრთხო გახდება.

„Baltic Tech Ventures აღტაცებულია TTM-ში ინვესტირების შესაძლებლობით. ქართული სტარტაპის წარმომადგენლებს თბილისში შევხვდით, აქსელის და თბილისის მერიის ერთობლივად ორგანიზებულ ღონისძიებაზე. ჩვენ ვიზიარებთ TTM-ის ხედვას - „მსოფლიო ავტოსაგზაო შემთხვევების გარეშე“. სრულიად ვართ დარწმუნებული TTM-ის გუნდის შესაძლებლობებში და გვჯერა რომ, ისინი ინოვაციური ტექნოლოგიის საშუალებით, საავტომობილო გადაადგილებას ყველასთვის უსაფრთხოს გახდიან“, - აღნიშნავს ჯინ ზოლოტარევი.

გარდა ამისა, Baltic Tech Ventures-მა დააზღვია სავალუტო ოფციონები, რათა მომავალში TTM-ის დამატებითი აქციებიც შეისყიდოს.

უცხოელ ინვესტორებს, რომლებიც დაინტერესებული არიან სტარტაპებით და ინვესტირებას ახორციელებენ ახლად შექმნილ ტექნოლოგიებში, თბილისმა 23-24 ივნისს უმასპინძლა. ღონისძიების ფარგლებში, ინვესტორებს საშუალება ჰქონდათ, პირადად შეხვედროდნენ ადგილობრივი სტარტაპ კომპანიების წარმომადგენლებს, მათი პროდუქციის შესახებ ინფორმაცია მოესმინათ და დედაქალაქში არსებულ სტარტაპ ეკოსისტემას გაცნობოდნებ. თბილისში LitBAN/the Lithuanian Business Angel Network; LatBAN/the Latvian Business Angel Network; EstBAN/the Estonian Business Angels Network და Baltic Tech Ventures-ის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.

ღონისძიების ორგანიზატორი თბილისის მერია და „ანგელოზ ინვესტორთა ქსელი“, ხოლო პარტნიორი თიბისი ბიზნესი იყო.

დიმიტრი შველიძე - ახლა პოლიტიკური ელიტა იდეებისაგან დაცლილია, ფულის ფაქტორი გადამწყვეტია, სოციალური პოლარიზაცია უძლეველია და კაცმა არ იცის, ელექტორატის უმრავლესობა ვის უჭერს მხარს
ქართული პრესის მიმოხილვა 20.09.2021
თენგიზ ფხალაძე - საშიშ ფაზაში ვიმყოფებით, მსოფლიოში მიმდინარე პროცესები ყურადღების მიღმა გვრჩება, ყველაფერს ვაკეთებთ სახელმწიფოს ჩამოსაშლელად, მოწინააღმდეგეს მხოლოდ ისღა რჩება, რომ ამ პროცესში ხელი არ შეგვიშალოს
დიდი ფასდაკლება შერჩეულ პროდუქციაზე - სექტემბრის ტოპ შეთავაზება „მიჰაუსისგან“
კომპანია “ლისი რეკრეაცია” ლისის ტბასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს