ზერტში, სკოლასთან მისასვლელ გზას რეაბილიტაცია ჩაუტარდა

ზერტში, სკოლასთან მისასვლელ გზას რეაბილიტაცია ჩაუტარდა

ზერტში, სკოლასთან მისასვლელ გზას რეაბილიტაცია ჩაუტარდა. აღნიშნულ ინფორმაციას გორის მერია ავრცელებს.

უწყების ცნობით, 330 მეტრი სიგრძის გზის რეაბილიტაციას 101 695 ლარი მოხმარდა და თანხა ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყო.

“აღსანიშნავია, რომ გზის აღნიშნულ მონაკვეთს მსგავსი სახის სარეაბილიტაციო სამუშაოები წლებია არ ჩატარებია.

გზის სავალი ნაწილი იმდენად დაზიანებული იყო, რომ გადაადგილება სატრანსპორტო საშუალებებსა და ქვეითებს უჭირდათ”, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.