თბილისის საქალაქო სასამართლომ 5 ივლისის მოვლენებისას ძალადობის ფაქტებზე ბრალდებული 10 პირი პატიმრობაში დატოვა

თბილისის საქალაქო სასამართლომ 5 ივლისის მოვლენებისას ძალადობის ფაქტებზე ბრალდებული ათი პირი პატიმრობაში დატოვა.

პროკურორი თამარ იაკობიძე აცხადებს, რომ არსებული მტკიცებულებების შეფასების შემდეგ სახეზე იყო აღკვეთის ღონისძიების გამოყენების საფუძველი და მოსამართლემ ბრალდებულების მიმართ გამოყენებული პატიმრობა ძალაში დატოვა.

„კიდევ ერთხელ შეფასდა საქმეში არსებული როგორც მტკიცებულებები, ისე ფაქტობრივი და ფორმალური საფუძვლები და [მოსამართლემ] მიიჩნია, რომ დღეის მდგომარეობითაც სახეზე იყო აღკვეთის ღონისძიების გამოყენების საფუძველი და ბრალდებულების მიმართ გამოყენებული პატიმრობა დატოვა ძალაში.

ახლა მსჯელობა იყო აღკვეთის ღონისძიებაზე, თითოეული მტკიცებულება, როგორც მოწმეთა ჩვენებები ისე ვიდეომასალები გამოკვლეული იქნება საქმის არსებით განხილვაზე“, - განაცხადა თამარ იაკობიძემ.

ერთ-ერთი დაკავებულის, ბრალდებული დავით კუტალაძის ადვოკატის, ონისე მარგიანის განცხადებით, სასამართლომ ძალაში დატოვა „სრულიად უკანონოდ და უსამართლოდ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა“.

„ისევე როგორც ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი პირის, ბრალდებული დავით კუტალაძის, პირველი წარდგენის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილება, კერძოდ მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შესახებ, იყო უსაფუძვლო და დაუსაბუთებელი სწორედ ასეთი უსაფუძვლო და დაუსაბუთებელი იყო დღევანდელი გადაწყვეტილება სასამართლოსი.

სასამართლომ განმარტა, რომ პირველი წარდგენის ხდომაზე აღნიშნული საფრთხეები, რომლებიც ფაქტობრივად არ არსებობდა, დღესაც რჩება როგორც საფრთხეები. თუმცა პირველი წარდგენის სხდომის განჩინებაში არცერთი კონკრეტული პოზიცია დასაბუთებული არ არის, როგორ შეიძლებოდა მოწმეებზე ზეწოლა, მტკიცებულების განადგურება როგორ საბუთდებოდა. სტანდარტული შუამდგომლობა იყო და სტანდარტული განჩინება იყო, რომელსაც არ ჰქონდა კონკრეტული დასაბუთება“, - განაცხადა ადვოკატმა.

ცნობისთვის, 5-6 ივლისს გამართული აქციების მიმდინარეობის დროს ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ძალადობის მუქარით, უკანონოდ ხელის შეშლის, ძალადობითა და ძალადობის მუქარით დევნის, ასევე, ჯგუფური ძალადობის ფაქტებზე სულ დაკავებულია 31 პირი, კერძოდ: ჟურნალისტებისთვის პროფესიულ საქმიანობაში ძალადობის მუქარით, უკანონოდ ხელის შეშლის, ჯგუფური ძალადობის და ძალადობის მუქარით დევნის ფაქტებზე 27 პირი დააკავეს, „თბილისი პრაიდის“ ოფისის დარბევისთვის, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის, ძალადობით ან ძალადობის მუქარით დევნის, ასევე, ბინის ან სხვა მფლობელობის ხელშეუხებლობის ჯგუფურად დარღვევის ფაქტზე - 3 პირი; 1 პირი კი პოლიციამ მოქალაქის მიმართ ჩადენილი ძალადობისთვის დააკავა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა