ცესკოს თავმჯდომარე სახალხო დამცველს შეხვდა

ცესკო-ს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი სახალხო დამცველს, ნინო ლომჯარიას შეხვდა.

ცესკო-ს ინფორმაციით, გიორგი კალანდარიშვილმა და ნინო ლომჯარიამ 2021 წლის არჩევნებისთვის რამდენიმე პრიორიტეტულ თემაზე იმსჯელეს.

როგორც ცესკოში აღნიშნავენ, 2 ოქტომბრის არჩევნების უსაფრთხოების საკითხი, ხმის დათვლის პროცესის ვიდეო მონიტორინგის წესის განსაზღვრა, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების მონაწილეობა არჩევნებში, საჩივრების ელექტრონულად წარდგენის მნიშვნელობა - ეს იმ თემების არასრული ჩამონათვალია რაც დღევანდელ შეხვედრაზე განიხილეს.

ცესკოს ცნობითვე, მათთან ერთად მსჯელობაში ჩართული იყვნენ ცესკოს ცენტრალური საარჩევნი კომისიის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი სიორიძე და სახალხო დამცველის წარმომადგენელი ლიკა წიკლაური.

„გიორგი კალანდარიშვილმა დეტალურად ისაუბრა პანდემიის პირობებში არჩევნების უსაფრთხოდ ჩატარებასთან დაკავშირებით ცესკოს მიერ მიღებული კენჭისყრის დღის ეპიდემიოლოგიური პროტოკოლის შესახებ.

საუბარი ასევე შეეხო სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში მყოფი ამომრჩევლების 2021 წლის 2 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობის საკითხს.

მნიშვნელოვანია, რომ ცესკომ აღნიშნული სამართლებრივი აქტები, რომლებიც ჯანმრთელობის უსაფრთხოების ნორმებს არეგულირებს, სადამკვირვებლო ორგანიზაციებთან და პოლიტიკურ პარტიებთან თანამშრომლობით განაახლა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

14.07.2025 / 09:02

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 14.07.2025
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ