"ალდაგის" ავტოაქცია 15 სექტემბრამდე გრძელდება

ავტომობილის მფლობელებს, რომლებსაც მანქანის დაზღვევა სურთ, 15 სექტემბრამდე საშუალება აქვთ მიიღონ არაერთი საჩუქარი ალდაგისგან.

ავტოდაზღვევას ათობით საჩუქარი მოყვება, რომელთაგან მომხმარებელს შეუძლია მისთვის სასურველი აირჩიოს. მაგალითად, თანხის დაზოგვის მიზნით, ალდაგი დაზღვეულებს სთავაზობს ფასდაკლებებს საწვავზე, ქიმწმენდაზე, ტექდათვალიერებაზე, ავტონაწილებსა და მომსახურებაზე. გარდა ამისა, მომხმარებლებს მათი საჭიროებების მიხედვით რამდენიმე ორიგინალურ საჩუქარზეც ექნებათ წვდომა.

“გადავწყვიტეთ, წელს ჩვენი აქცია დაგვეკავშირებინა კომპანიის განახლებულ სლოგანთან “მზად ხარ” და მსურველებისთვის შეგვეთავაზებინა მათზე მორგებული საჩუქრები, რათა სრულად დაზღვეული ავტომობილით და მათზე მორგებული ბენეფიტებით თავი მშვიდად იგრძნონ და მზად იყვნენ ნებისმიერი თავგადასავლისთვის, რომელიც წინ ელოდებათ,”- აცხადებენ ალდაგში.

ალდაგის ავტოდაზღვევა ფარავს შემდეგ რისკებს: ავტოსაგზაო შემთხვევა, ხანძარი, აფეთქება, გარეგანი დაზიანება, ქურდობა და სტიქიური უბედურებები. ალდაგის ავტოდაზღვევა ასევე ანაზღაურებს მესამე პირის ჯანმრთელობისადმი მიყენებული ზიანით გამოწვეულ ხარჯებს და მესამე პირის ქონების დაზიანებით გამოწვეულ ხარჯებს, ასევე მძღოლისა და მგზავრების ჯანმრთელობის დაზიანებით გამოწვეულ ხარჯებს.

ალდაგის ავტოდაზღვევას მთელი რიგი უპირატესობა აქვს, სრულად ფარავს ყველა რისკს, გამონაკლისები მინიმუმამდეა დაყვანილი, ფასი მძღოლის გამოცდილების მიხედვით ინდივიდუალურად ანგარიშდება, დაზღვევას მოყვება არაერთი ფასდაკლების ვაუჩერი ავტომობილის მოვლის სერვისზე, ასევე 24 საათიანი ავტოასისტენსი და ა.შ. ამ უპირატესობებს15 სექტემბრამდე კიდევ არაერთი საჩუქარი ემატება.

ალდაგი ავტოდაზღვევის სეგმენტში ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი და ლიდერი კომპანიაა. ალდაგს მისი მომხმარებლების 93% უწევს რეკომენდაციას .

ავტოდაზღვევის შეძენა შესაძლებელია სახლიდან გაუსვლელად, საიტზე საკონტაქტოს დატოვებით ან ცხელ ხაზზე დარეკვით +995 322 444 999.

(R)

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა