Setantasports.com-ზე სპორტის ყურების ახლებური გამოცდილება იწყება

ახალი ციფრული პლატფორმა setantasports.com-ი საქართველოში ოფიციალურ მაუწყებლობას შაბათს, 28 აგვისტოს დაიწყებს და მომხმარებელს სამი დიდი სპორტული მოვლენის პირდაპირ რეპორტაჟს ექსკლუზიურად შესთავაზებს.

ქართული ტელკომუნიკაციების ისტორიაში ყველაზე მასშტაბური პროექტის ფარგლებში, მომხმარებელი setantasports.com-ზე დარეგისტრირების შემდეგ მსოფლიოს საუკეთესო ჩემპიონატების და ტურნირების ყველა მნიშვნელოვან ღონისძიებას იხილავს. აუცილებელი რეგისტრაციის გავლიდან მომდევნო 2 კვირა, მომხმარებლებისთვის პლატფორმა სრულიად უფასო იქნება, შემდეგი პერიოდიდან ყოველთვიური პაკეტის საფასური 12.99 ლარი, წლიური ანგარიშის ფასი კი 129.99 ლარი იქნება.

28 და 29 აგვისტოს, ფეხბურთისა და სპორტის გულშემატკივარი ერთბაშად რამდენიმე მნიშვნელოვანი სპორტულ მოვლენის მოლოდინშია - 28 აგვისტოს უქმეების ერთ-ერთი მთავარი სპორტული მოვლენა ლივერპულისა და ჩელსის დაპირისპირება იქნება.

თბილისის დროით, 20:30 წუთზე ინგლისის პრემიერლიგისა და ფეხბურთის გულშემატკივრები გერმანელი მწვრთნელების გუნდების დაპირისპირებას მხოლოდ setantasports.com-ის პლატფორმაზე დარეგისტრირების შემთხვევაში იხილავს.

ქართველი გულშემატკივრისთვის განსაკუთრებით საინტერესო და მნიშვნელოვანი სპორტული ღონისძიება 29 აგვისტოს გამთენიისას დაიწყება. 06:00 საათიდან ქართველი მებრძოლი გიგა ჭიკაძე ქვემსუბუქი წონის ორთაბრძოლაში ედსონ ბარბოსას დაუპირისპირდება.

"ეს ბრძოლა ნამდვილი ფოიერვერკი იქნება და ისეთ რამეს განახებთ, რაც არასდროს წარმოგედგინათ!", - განაცხადა გიგა ჭიკაძემ მოახლოებული ისტორიული ბრძოლის შესახებ.

29 აგვისტოს პსჟ-ის შემადგენლობაში, ლიონელ მესის ოფიციალური დებიუტი შედგება. მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი ბარსელონადან წასვლის შემდეგ, პირველად რეიმსის წინააღმდეგ ითამაშებს და ამ მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს მხოლოდ setantasports.com-ზე იხილავთ.

ამ სამი დიდი სპორტული ღონისძიების საყურებლად განკუთვნილ პლაფორმა setantasports.com-ზე აუცილებელია რეგისტრაცია, რომლის შემდეგაც მომხმარებელს საკუთარი პროფილი და დამატებითი შესაძლებლობები ექნება იხილოს მატჩების სრული ჩანაწერები, მიმოხილვები, საინტერესო ეპიზოდები და სხვა მრავალი ახალი კონტენტი.

Setanta Sports-ის 100 %-იანი წილი ქართულმა კომპანიამ მიმდინარე წლის თებერვალში შეიძინა და რეგიონში ყველაზე მსხვილ მედიად იქცა. შეთანხმების თანახმად, კომპანიის მფლობელობაში ევროპისა და აზიის 13 ქვეყანაში მოქმედი ლიცენზიები და სატელევიზიო უფლებები გადავიდა.

Setanta Sports-ის ბრენდი, ლიცენზიებითა და სატელევიზიო არხებით, საქართველოს გარდა, აზერბაიჯანის, სომხეთის, მოლდოვის, ბელარუსის, ლიეტუვის, ლატვიის, ესტონეთის, ყაზახეთის, უზბეკეთის, ტაჯიკეთის, ყირგიზეთისა და თურქმენეთის ტერიტორიაზე, ჯამში, 13 ქვეყანაში ოპერირებს.

რაც შეეხება setantasports.com-ის პლატფორმას, მასზე საერთაშორისოდ აღიარებულმა ვიდეოტექნოლოგიების კომპანია Endeavor Streaming-მა იმუშავა. Endeavor Streaming-ი 2004 წლიდან მუშაობს ახალი ტექნოლოგიებისა და ციფრული მაუწყებლობის დისტრიბუციისა და მონეტიზაციის მიმართულებით. პლატფორმა თანამშრომლობს ისეთ აღიარებულ ორგანიზაციებთან, როგორებიცაა - Sky Sports, NBA, NFL, UFC, Big Ten Network, Univision.

(R)

რამაზ საყვარელიძე - თუ „ქოც/ნაცებმა“ მიაღწიეს საწადელს, ისევ დატოვეს ამომრჩეველი ორ პოლუსს შორის, მაშინ არაფერი შეიცვლება, ამ კინოსაც ის დასასრული ექნება, რაც ადრინდელ კინოებს ჰქონდათ
ქართული პრესის მიმოხილვა 23.09.2021
დიმიტრი შველიძე - ახლა პოლიტიკური ელიტა იდეებისაგან დაცლილია, ფულის ფაქტორი გადამწყვეტია, სოციალური პოლარიზაცია უძლეველია და კაცმა არ იცის, ელექტორატის უმრავლესობა ვის უჭერს მხარს
სტერეო +  განცხადებას ავრცელებს
„სს ფუდმარტი“ რიგით მე-500 მაღაზიას ხსნის
„ვითიბი“ ბანკმა ილუზიების მუზეუმის გასახსნელად 700,000 ლარის ოდენობის სესხი გასცა
ვლადიმერ პაპავა - საუბარი, რომ „ვისოლში“ საწვავი არ ჩავასხათ, კონკრეტულ ქსელში საკვები არ ვიყიდოთ, ბიზნესზე ტერორია
საქართველოს უნივერსიტეტი ვაქცინაციის პროცესში ჩაერთო
შპს „ლუკოილ-ჯორჯიამ“ კომპანია „უნიგრუპის“ წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა