ნუკრიანის, ზემო მაღაროსა და ზემო ბოდბის უწყვეტი წყალმომარაგებისთვის საპროექტო სამუშაოები დაიწყო

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დაკვეთით, კონტრაქტორმა კომპანიამ დაიწყო საპროექტო სამუშაოები სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფლების - ნუკრიანის, ზემო მაღაროსა და ზემო ბოდბის უწყვეტი წყალმომარაგებისთვის.

"დღეის მდგომარეობით სამივე სოფელს წყალი შეზღუდული გრაფიკით მიეწოდება, წყლის არსებული ინფრასტრუქტურა მოძველებულია და რეაბილიტაციას საჭიროებს. სამუშაოების ფარგლებში რეაბილიტაცია ჩაუტარდება არსებულ სატუმბ სადგურებს და რეზერვუარებს,

მოეწყობა ჭაბურღილი, მაგისტრალური მილი, წყალმომარაგების ქსელი, სატუმბი სადგური.

კონტრაქტორმა კომპანიამ საპროექტო სამუშაოები რვა თვეში, სამშენებლო კი 13 თვეში უნდა დაასრულოს. პროექტს, სახელმწიფო ბიუჯეტიდან, 7 მილიონ ლარამდე მოხმარდება.

პროექტის განხორციელების შედეგად, სამივე სოფლის მოსახლეობა სტაბილური წყალმომარაგებით ისარგებლებს,"- ნათქვამია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს