აჭარაში ვაქცინაციასთან დაკავშირებით საინფორმაციო შეხვედრა გრძელდება

აჭარაში ვაქცინაციასთან დაკავშირებით საინფორმაციო შეხვედრა გრძელდება

აჭარაში ვაქცინაციასთან დაკავშირებით საინფორმაციო შეხვედრები გრძელდება. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ავრცელებს.

უწყების ცნობით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის შესახებ ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებთან საინფორმაციო შეხვედრები გრძელდება. შეხვედრა სასტუმრო "ლე-მერიდიენის” თანამშრომლებთან აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, თინათინ ზოიძემ და აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ნინო ნიჟარაძემ გამართეს.

შეხვედრაზე განთავსების სფეროს წარმომადგენლებს საქართველოში ვაქცინაციის პროცესის, ვაქცინების წარმომავლობისა და ვაქცინაციის უპირტესობის შესახებ მიეწოდათ ინფორმაცია. თინათინ ზოიძემ სასტუმროს პერსონალს აცრის გაკეთებისკენ მოუწოდა და ტურისტულ სექტორში ვაქცინაციის მნიშვნელობაზე ისაუბრა. შეხვედრას აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის გადამდებ დაავადებათა ზედამხედველობის და იმუნოპროფილაქტიკის განყოფილების უფროსი, ნანა ჯინჭარაძე ესწრებოდა.

ცნობისთვის, აჭარაში ვაქცინაციის პროცესი 24 დაწესებულებაში მიმდინარეობს. მათ შორისაა 21 სამედიცინო დაწესებულება, ორი სავაჭრო ცენტრი (მეტროსითი, ბათუმი მოლი) და შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი. დღეიდან ვაქცინაცია დაიწყო აჭარის სოფლებში. ამჟამად აჭარაში ადმინისტრირებულია 127 850 ვაქცინა.