ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი - არჩევნების დღეს კენჭისყრის პროცედურას 350 მოკლევადიანი საერთაშორისო დამკვირვებელი დააკვირდება

ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის, ალბერტ ჯონსონის ინფორმაციით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დღეს კენჭისყრის პროცედურას 350 მოკლევადიანი საერთაშორისო დამკვირვებელი დააკვირდება.

მისიის ხელმძღვანელის განმარტებით, დამკვირვებელთა ეს რაოდენობა აბსოლუტურად საკმარისია ორგანიზაციის მიერ დასახული მიზნების შესასრულებლად. ამასთანავე, ალბერთ ჯონსონის ინფორმაციით, სადამკვირვებლო მისია შედგება ძირითადი გუნდისგან, რომელიც 12 საერთაშორისო ექსპერტს აერთიანებს. ძირითადი ჯგუფი დაფუძნებულია თბილისში და დროებითი ოფისი საქართველოში მომდევნო 7 კვირის განმავლობაში იქნება, 2 სექტემბერს კი ქვეყანაში 30 გრძელვადიანი დამკვირვებელი ჩამოვა.

„ჩვენი მთავარი მისია გახლავთ, რომ დავაკვირდეთ არჩევნებს და ასევე, სახელმწიფო ინსტიტუტებს, რომ სათანადოდ იყოს დაცული საარჩევნო პროცედურები. ოდირი ასრულებს თავის მანდატს, რაც გულისხმობს არჩევნების მონიტორინგს. ჩვენ უკვე გავმართეთ შეხვედრა საგარეო საქმეთა სამინისტროსთან ერთად და ცენტრალურ საარჩევო კომისიასთან ერთად, გავაცანით მათ ჩვენი გუნდი და გავაცანით ჩვენი მისიის საქმიანობების შესახებ დეტალები. ჩვენი სადამკვირვებლო მისია შედგება ძირითადი გუნდისგან, რომელიც შედგება 12 საერთაშორისო ექსპერტისგან, ესენი არიან საარჩევნო, პოლიტიკური, მედია ანალიტიკოსები, გარდა ამისა ტექნიკური და ლოჯისტიკური ექსპერტები არიან ჩართულები ამ მისიაში. ძირითადი ჯგუფი დაფუძნებულია თბილისში და ჩვენი დროებითი ოფისი იქნება აქ მომდევნო 7 კვირის განმავლობაში. 2 სექტემბერს ჩამოვა, ასევე, 30 გრძელვადიანი დამკვირვებელი. ისინი განთავსდებიან მთელი ქვეყნის მასშტაბით და დააკვირდებიან რეგიონულ დონეზე საარჩევნო პროცესებს. არჩევნების დღემდე რამდენიმე დღით ადრე ჩვენ მოვითხოვეთ, რომ გვყავდეს 350 მოკლევადიანი დამკვირვებელი. მათი როლი იქნება, რომ დააკვირდნენ კენჭისყრის პროცედურებს, ასევე ხმის დათვლის პროცედურებს მთელს ქვეყანაში. მნიშვნელოვანი ასპექტია ის, რომ ჩვენ ვაკვირდებით არჩევნებს ოდირის მიერ დადგენილი სადამკვირვებლო მეთოდოლოგიის შესაბამისად, რომელიც იყო გადახედილი და ამ მეთოდოლოგიას აქვს 20- წლიანი ისტორია. ჩვენ ასევე დავაკვირდებით საარჩევნო კამპანიის აქტივობებს, ასევე, კამპანიის დაფინანსებას, მედია გარემოს, მედია გაშუქებას და დაფარვას, ასევე, იურიდიულ, სამართლებრივ ჩარჩოებს და დავების მოგვარების საკითხს. შესაბამისად, ჩვენ გავმართავთ მთელ რიგ შეხვედრებს საარჩევნო ადმინისტრაციასთან, ძირითადად ინსტიტუტებთან და ორგანიზაციებთან, პოლიტიკურ პარტიებთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან და ასევე, მედია წარმომადგენლებთან,“ - განაცხადა ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო