გიორგი კანაშვილი - ქვეყანაში გამეფებულია ნიჰილიზმი და უნდობლობა პოლიტიკური კლასის მიმართ, მდგომარეობას ამძიმებს ეპიდემიოლოგიური სიტუაცია, თუ რაიმე დამატებითი გარემოება არ გამოჩნდა, ხალხის არჩევნებზე მიყვანა  გაჭირდება

საშინაო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე “ინტერპრესნიუსი“ კონფლიქტოლოგ გიორგი კანაშვილს ესაუბრა.

- ბატონო გიორგი, წინასაარჩევნოდ ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე საუბრით მინდოდა თქვენთან ინტერვიუს დაწყება. ფაქტია, რომ ამ ფონს ძალიან ამძიმებს ეპიდოლოგიური თვალსაზრისით არსებული ურთულესი ვითარება.

ხელისუფლებამ სახალხო დამცველის წინადადება დაწყებულიყო მსჯელობა არჩევნების გადადების შესახებ არა მარტო კატეგორიულად უარყო, იგი ოპოზიციის სურვილის გახმოვანებაში დაადანაშაულა. არადა, ფაქტია, რომ ეპიდვითარება ქვეყანაში კატასტროფულია.

წარმოუდგენელია გაუარესებული ეპიდვითარება სერიოზულ გავლენას არ ახდენდეს მოქალაქეების განწყობებსა და მათ მზაობაზე 2 ოქტომბერს აქტიურად გამოხატონ თავისი მოქალაქეობრივი ვალი. სავარაუდოდ, რა გავლენას ახდენს წინასაარჩევნო კამპანიაზე ქვეყანაში არსებული უკიდურესად არასახარბიელო ეპიდვითარება?

- პრაქტიკული თვალსაზრისით, როგორც ვხედავთ, პარტიებს უჭირთ აქტიური წინასაარჩევნო კამპანიის ჩატარება, თუ არ ჩავთვლით, შედარებით დიდი რესურსების მქონე პარტიებს, რომლებსაც აქვთ ფინანსური რესურსები, ტელევიზიები და ა.შ.

აშკარაა, რომ ამ მხრივ „ქართული ოცნება,“ ყველაზე პრივილიგირებულ მდგომარეობაშია და პრინციპში ჩვენ ვაკვირდებით, რომ ყველაზე აქტიური წინასაარჩევნო კამპანია სწორედ მას აქვს.

აშკარაა, რომ „ქართული ოცნება,“ ყველაზე პრივილიგირებულ მდგომარეობაშია და პრინციპში ჩვენ ვაკვირდებით, რომ ყველაზე აქტიური წინასაარჩევნო კამპანია სწორედ მას აქვს

პრემიერი ქვეყნის მასშტაბით დადის, ხოლო ქალაქის მერი თბილისელების დარწმუნებას ცდილობს იმაში, რომ მან ბევრი გააკეთა და კიდევ უფრო მეტის გაკეთებას აპირებს.

სხვათა შორის, თუ დააკვირდებით, ეს ორი ფიგურა მნიშვნელოვნად განსხვავებულ წინასაარჩევნო კამპანიას ატარებენ, ღარიბაშვილი „ნაცმოძრაობის“ წარსულს გვახსენებს და მომავალში, მის აუცილებელ განადგურებას გვპირდება, კალაძე კი მის საქმეებზე აპელირებს, პოზიტივზეა ორიენტირებული, თუმცა აღიარებს რომ კიდევ ბევრია გასაკეთებელი. ჩემი აზრით, მისი კამპანია ბევრად მომგებიანია.

- ხელისუფლება აცხადებს რომ ყველაფერს აკეთებს გაუარესებული ეპიდვითარების დასაძლევად, მაგრამ ვითარება არ იცვლება. ვერც მედპერსონალს დავაბრალებთ გულხელდაკრეფილობას რადგან ასე ნამდვილად არაა.

ფაქტია ისიც, რომ მინისტრ ტიკარაძის განცხადებას იმის თაობაზე, რომ კოვიდკლინიკებში დასაქმებული ექთნების ხელფასი 1400-დან 1600 ლარამდეა, სანიტრების - 800 ლარამდე, ხოლო ექიმების კი 5 000- ლარს აღემატება, ფბ-ში დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა სწორედ მედიკოსების მხრიდან.

მესმის რომ მედიკოსი არ ხართ, მაგრამ თქვენი აზრით რა ხდება - რის გამო ვერ ახერხებს ხელისუფლება წარმატებული იყოს ეპიდემიასთან ბრძოლაში?

- არაფერი გასაოცარი არ ხდება - იყო რეგულაციები, ხდებოდა ეპიდემიის შეკავება, არაა რეგულაციები, ვერ ხერხდება. ჩვენ ვხედავდით, რომ წინა პრემიერის დროს ხელისუფლება სულ სხვა პოლიტიკას მისდევდა, ასე ვთქვათ უფრო კონსერვატიულს - აქცენტი შეზღუდვებზე და ეტაპობრივ გახსნაზე კეთდებოდა.

პრემიერ ღარიბაშვილის პირობებში ყველაფერი მყისიერად შეიცვალა. დაიწყო საუბარი იმის თაობაზე, რომ საქართველოს ეკონომიკა უნდა გაიხსნას, რადგან მეტ დახურულობას ის ვერ გაუძლებდა. ის, რომ ქვეყანა გახსნისკენ უნდა წასულიყო, ამაზე პრინციპში ყველა თანხმდებოდა. თუმცა, გახსნა უნდა ყოფილიყო შედარებით ფრთხილი, საკმარისი ვაქცინებისა და აგრესიული საინფორმაციო პოლიტიკის კვალდაკვალ.

ჩვენ კი ყველა რეგულაცია მოვხსენით, იმ ფონზე როდესაც მოსახლეობის ფრიად მცირე ნაწილი იყო აცრილი და ამას ზემოდან დავუმატეთ ტურისტული ნაკადები. ამას დაემატა ჯარიმების ანულირება და თვითონ ხელისუფალთა უსაქციელობა, ანუ ხალხმრავალ სუფრებზე სიარული. შედეგმაც არ დაახანა.

ჩვენ ყველა რეგულაცია მოვხსენით, იმ ფონზე როდესაც მოსახლეობის ფრიად მცირე ნაწილი იყო აცრილი და ამას ზემოდან დავუმატეთ ტურისტული ნაკადები. ამას დაემატა ჯარიმების ანულირება და თვითონ ხელისუფალთა უსაქციელობა, ანუ ხალხმრავალ სუფრებზე სიარული. შედეგმაც არ დაახანა

ის, რომ ეს ყველაფერი კატასტროფულ შედეგს გამოიღებდა, მგონი ყველასთვის ცხადი იყო. შესაბამისად, ჩვენ საქმე გვაქვს ან უაღრეს არაკომპეტენტურობასთან - რაც ცუდია და ამ ვითარებაში დამღუპველიც, რადგან პირდაპირ აისახება ადამიანთა სიცოცხლეზე, ან შეგნებულ მავნებლობასთან.

ვგულისხმობ იმას, რომ მავანი შეიძლება ფიქრობდეს - თუ ეპიდვითარება მძიმე იქნება, ამომრჩეველის აქტიურობა დაიწევსო. ამ ფონზე ხელისუფლება მოახერხებს საკუთარი ამომრჩევლისა და ე.წ. ადმინისტრაციული რესურსის მობილიზებას, რაც მას გამარჯვებას მოაპოვებინებს. თუმცა, ამ ვერსიის დაჯერება, გულწრფელად გითხრათ არ მინდა, რადგან მაშინ გამოდის, რომ ხელისუფლებაში მკვლელები გვყოლია.

- ოპოზიციის ნაწილი აცხადებს, რომ 2 ოქტომბრის არჩევნები არის რეფერენდუმი, ხელისუფლება კი აცხადებს, რომ მოახლოებული არჩევნები მხოლოდ ადგილობრივი არჩევნებია.

თქვენთვის 2 ოქტომბრის არჩევნები რეფერენდუმია თუ მხოლოდ ადგილობრივი არჩევნები?

- ცხადია, რომ ხელისუფლება ცდილობს ამ არჩევნების დაკნინებას, ხოლო ოპოზიცია პირიქით მისი როლის გაზრდას და შესაბამისად საკუთარი ამომრჩევლის გამოყვანას. შესაბამისად ერთი მას ადგილობრივ არჩევნებს ეძახის, ხოლო მეორე რეფერენდუმს.

რეალურად, რა თქმა უნდა, ეს არჩევნები თავისი მნიშვნელობით უფრო რეფერენდუმს უახლოვდება.

რეალურად, რა თქმა უნდა, ეს არჩევნები თავისი მნიშვნელობით უფრო რეფერენდუმს უახლოვდება

- ოპოზიციის ის ნაწილი, რომელიც 2 ოქტომბრის არჩევნებს რეფერენდუმად მიიჩნევს, ცდილობს დაარწმუნოს საზოგადოება, რომ მოახლოებული არჩევნები გადამწყვეტი არჩევნებია და თუ ხელისუფლებამ 43% ვერ მიიღო ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება. ვადამდელი არჩევნების ჩატარებას მმართველი გუნდი კატეგორიულად გამორიცხავს.

რა შანსები აქვს ოპოზიციას დაარწმუნოს ამომრჩეველი, რომ 2 ოქტომბრის არჩევნები მხოლოდ ადგილობრივი ორგანოების არჩევნები არაა და რეფერენდუმია ხელისუფლებისადმი ნდობის თვალსაზრისით?

- ამ ქვეყნის სისტემური პრობლემაა ოპოზიციის სისუსტე. რეალურად, დღესაც ოპოზიცია ფრიად უღიმღამოდ გამოიყურება. ასე იყო წინა ხელისუფლების დროსაც, მაშინაც, რომ არა ბიძინა ივანიშვილის გამოჩენა, მისი სოციალური და ფინანსური კაპიტალის ჩართვა საქმეში, შესაძლოა დღესაც „ნაცმოძრაობას“ ემართა ქვეყანა.

აშკარაა, რომ ქვეყანაში გამეფებულია ნიჰილიზმი და უნდობლობა მთლიანად პოლიტიკური კლასის მიმართ. ამასთანავე, ობიექტურად მდგომარეობას ამძიმებს ეპიდემიოლოგიური სიტუაცია. ამიტომ, თუ რაიმე დამატებითი გარემოება არ გამოჩნდა, ალბათ გაჭირდება ხალხის მიყვანა საარჩევნო ურნებთან.

ურნებთან ამომრჩეველი, დიდი რაოდენობით მივა მხოლოდ ორ შემთხვევაში - ან რომელიმე პარტიის უნდა დაიჯეროს, ან რაიმე ენით აღუწერელი ამბავი უნდა მოხდეს, როგორიც თავის დროზე ციხის კადრები იყო. თითქოს მოვლენების ამგვარად განვითარების ალბათობა დაბალია.

თუმცა, ჩვენც და ჩვენნაირი ქვეყნები ერთ წრეზე ვტრიალებთ - პრობლემები გროვდება, ბრაზი „გუბდება“ და შემდეგ ერთიანად გადმოიღვრება ხოლმე. ამას ვხედავთ 30 წელია მთელი პოსტსაბჭოთა სივრცის მასშტაბით. სამწუხაროდ, მოვლენების ამგვარი განვითარების სცენარი ფრიად მაღალია და შესაბამისად ვერაფერს ვერ გამოვრიცხავთ.

აშკარაა, რომ ქვეყანაში გამეფებულია ნიჰილიზმი და უნდობლობა მთლიანად პოლიტიკური კლასის მიმართ. ამასთანავე, ობიექტურად მდგომარეობას ამძიმებს ეპიდემიოლოგიური სიტუაცია. ამიტომ, თუ რაიმე დამატებითი გარემოება არ გამოჩნდა, ალბათ გაჭირდება ხალხის მიყვანა საარჩევნო ურნებთან

- მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნება“ 19 აპრილის შეთანხმებიდან გამოვიდა, ხელისუფლების არა ერთმა წარმომადგენელმა განაცხადა - 2 ოქტომბრის არჩევნებს თავისი აზრი დაუბრუნდაო. ანუ, იგი სრულად იქნება ორიენტირებული ადგილობრივი პრობლემების გადაჭრაზეო.

არადა, რამდენჯერაც ვუსმინე რეგიონებში ხელისუფლების კანდიდატების საკმაოდ პომპეზურ წარდგენებს, პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი წინა ხელისუფლების მმართველობის 9 წელზე მეტს საუბრობდა, ვიდრე „ქართული ოცნების“ მმართველობის 9 წელზე და თვითმმართველობების სამომავლო გეგმებზე.

იმის ფონზე, როცა ხელისუფლება აცხადებს, რომ დიდი ანგარიშით დაამარცხებს ოპოზიციას, რა შეიძლება იყოს მიზეზი იმისა, რომ თავად ხელისუფლება ცდილობს დაამსგავსოს ადგილობრივი არჩევნები საპარლამენტო არჩევნებს?

- ხელისუფლება აშკარად დაადგა ნაცნობ, ნაცად, ათასჯერ აპრობირებულ გზას - ტემპერატურის აწევას, „ნაცმოძრაობის“ ხატის დემონიზირებას, ქაოსის საფრთხით მანიპულაციას და საკუთარი თავის სტაბილურობის გარანტად წარმოჩენას. სხვათა შორის, თუ გახსოვთ ამგვარ მეთოდს მიმართავდა ედუარდ შევარდნაძეც. ამგვარი ტაქტიკა მხოლოდ გარკვეულ ეტაპამდე მუშაობს შემდეგ ყველას სწყინდება.

თუმცა, არის გარკვეული ნიუანსებიც და არც თუ უმნიშვნელო. ალბათ, პირველად თავისი მმართველობის პერიოდში „ქართული ოცნება“ და მისი პრემიერი, ბევრად უფრო აგრესიულია საკუთარ რიტორიკაში, ვიდრე იგივე „ნაცმოძრაობა“. „მეორედ მოსვლის“ შემდეგ ირაკლი ღარიბაშვილი, აშკარად უფრო აგრესიულია, ვიდრე მისივე პირველი ვერსია.

ჩვენც და ჩვენნაირი ქვეყნები ერთ წრეზე ვტრიალებთ - პრობლემები გროვდება, ბრაზი „გუბდება“ და შემდეგ ერთიანად გადმოიღვრება ხოლმე. ამას ვხედავთ 30 წელია მთელი პოსტსაბჭოთა სივრცის მასშტაბით. სამწუხაროდ, მოვლენების ამგვარი განვითარების სცენარი ფრიად მაღალია და შესაბამისად ვერაფერს ვერ გამოვრიცხავთ

ვნახოთ რამდენად გაამართლებს ეს ტაქტიკა, თუმცა ისევ და ისევ ჩემი აზრით, პოზიტიური დღის წესრიგი ბევრად მომგებიანი იქნებოდა. თუმცა, შეიძლება პოზიტივზე ბევრი არც არაფერი იყოს სალაპარაკო.

- ადვოკატ ლევან ალაფიშვილის აზრით - „ოპოზიცია ჯერ კიდევ საკუთარი მეცადინეობით შექმნილი მდგომარეობის ტყვეობაშია, რომელმაც დააზიანა ოპოზიციური გაერთიანებები... ოპოზიცია გამოფიტულივით ჩანს, რაც მათ კამპანიას ეტყობოდა და ახლაც ეტყობა“. თქვენი დაკვირვებითაც ოპოზიცია „გამოფიტულად“ გამოიყურება?

- დიახ, დაახლოებით იგივე აზრი უკვე გამოვთქვი. საბოლოო ჯამში, „ქართული ოცნება“ არა საკუთარი სიძლიერის, არამედ ოპოზიციის სისუსტით გადის ფონს.

პირველად თავისი მმართველობის პერიოდში „ქართული ოცნება“ და მისი პრემიერი, ბევრად უფრო აგრესიულია საკუთარ რიტორიკაში, ვიდრე იგივე „ნაცმოძრაობა“. „მეორედ მოსვლის“ შემდეგ ირაკლი ღარიბაშვილი, აშკარად უფრო აგრესიულია, ვიდრე მისივე პირველი ვერსია

- ოპოზიცია ცალ-ცალკე გამოდის არჩევნებზე, მათი ტაქტიკა ასეთია - გაშლილმა ოპოზიციამ მეტი ხმები უნდა წაართვას მმართველ გუნდს. რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ ოპოზიციის ტაქტიკა გაამართლებს?

- „ნაცმოძრაობა,“ ერთი ერთზე ვერ ამარცხებს „ქართულ ოცნებას.“ გაერთიანების შემთხვევაშიც, „ნაცმოძრაობის“ წარსული სხვების პრობლემადაც იქცევა ხოლმე. იმასაც ვერ ვიტყვით, რომ შუაში ძლიერი პარტიები ჩამოყალიბდნენ. საკმაოდ რთული ამოცანა აღმოჩნდა ე.წ. მესამე ძალის ჩამოყალიბება. ობიექტურად რთულია ამ ორ „გიგანტს“ ერთდროულად ებრძოლო. ამგვარი მცდელობები, ჰქონდა „ლელოს,“ „სტრატეგია აღმაშენებელს,“ თავის დროზე ალბათ „ევროპულ საქართველოსაც,“ თუმცა, არცერთს არ გამოუვიდა.

შესაძლოა, ოპოზიციის ტაქტიკამ გაშლილი ფრონტით შეტევამ ვერ გამაართლოს, მაგრამ როგორც უკვე ვთქვი ერთიანი ფრონტიც არ ამართლებს. თუ რატომ არ უნდათ მცირე პარტიებს უფრო მეტად „ჩახუტება“ „ნაცმოძრაობასთან“ გასაგებია. ამით ისინი ფაქტიურად უარს ამბობენ საკუთარ პოლიტიკურ იდენტობაზე, საკუთარ პარტიაზე, ისინი „ჩახუტებისთვის“ ზედმეტად სუსტები არიან.

„ქართული ოცნება“ არა საკუთარი სიძლიერის, არამედ ოპოზიციის სისუსტით გადის ფონს

- ვხედავთ, რომ ექსპრემიერი გახარია სხვა პარტიებთან შედარებით საკმაოდ აქტიურობს მოახლოებული არჩევნების წინ. როცა ის პრემიერი იყო გვახსოვს მისი განცხადებები „ნაციონალებზე“ - „მე თქვენ დაგასრულებთ“!

„ქართული ოცნება“ გახარიას და მის პარტიას ებრძვის, რის შესახებაც მას და მის თანაგუნდელებს არა ერთხელ გაუკეთებიათ განცხადებები, მაგრამ ფაქტია ისიც, რომ ხელისუფლებისა და გახარიას სამიზნე ამ არჩევნებზე „ნაცმოძრაობაა“.

მეტიც, ბევრი არ გამორიცხავს, რომ 2 ოქტომბრის არჩევნებზე მესამე ძალად შესაძლოა სწორედ გახარიას პარტია იქცეს. თქვენ როგორ შეაფასებდით გახარიას აქტიურობას და მისი პარტიის პერსპექტივებს?

- დიახ, ამ ეტაპზე მესამე ძალის პერსპექტივა მხოლოდ გახარიას პოლიტიკურ პარტიას აქვს. მან თითქმის თანაბარი დისტანცია დაიჭირა, როგორც „ქართული ოცნებისგან,“ ასევე დანარჩენი ოპოზიციისგან. სხვათა შორის, ალბათ ეს იყო მესამე ძალობაზე პრეტენზიის მქონე ყველა პარტიისთვის - მათ ვერ შეძლეს „ოცნებისა“ და „ნაცმოძრაობის“ ერთნაირად კრიტიკა, მათგან თანაბრად დისტანცირება.

მაგალითად, ელისაშვილი და „ახალი გირჩი,“ ბევრის თვალში უფრო „ოცნებისკენ“ გადაიხარნენ, „ლელო“ და „სტრატეგია აღმაშენებელი“ კი „ნაცმოძრაობისკენ.“ ორივე შემთხვევაში „თანაბარდაშორების“ ბალანსი ირღვევა და ახლა მათ „ნაცმოძრაობის“ სატელიტობას აბრალებენ. ასეთია აღქმა.

ასე რომ ჯერჯერობით, გახარია რაიმე სერიოზულ შეცდომებს არ უშვებს. „ნაცმოძრაობისა“ და „ქართული ოცნების“ კინკლაობა, ლანძღვა- გინება მას აწყობს, უფრო სოლიდური და საქმიანი ჩანს მათ ფონზე. ამიტომ, მისი და მისი გუნდის საქმეები აშკარად კარგად მიდის.

შესაძლოა, ოპოზიციის ტაქტიკამ გაშლილი ფრონტით შეტევამ ვერ გამაართლოს, მაგრამ ერთიანი ფრონტიც არ ამართლებს. თუ რატომ არ უნდათ მცირე პარტიებს უფრო მეტი „ჩახუტება“ „ნაცმოძრაობასთან“ გასაგებია - ისინი „ნაციონალებთან“ „ჩახუტებისთვის“ ზედმეტად სუსტები არიან

- პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა ექსპრემიერ გიორგი გახარიას მოღალატე და „მაზაკვალი“ უწოდა. თქვენი აზრით სავარაუდოდ რას ემსახურებოდა პრემიერის განცხადება თავისი წინამორბედის მისამართით?

- ზუსტად ვერ გეტყვით რას ემსახურებოდა ბატონი პრემიერის ამგვარი განცხადება, სავარაუდოდ გიორგი გახარიას დამცირებას, თუმცა მგონია, რომ საპირისპირო შედეგი გამოიღო.

ჯერჯერობით ღარიბაშვილი „მაზაკვალზე“ მუშაობს

საქმე იმაშია, რომ ახლა გახარიასთვის ჰაერივით საჭიროა თავდასხმები, როგორც ხელისუფლების, ასევე ოპოზიციის მხრიდან. ამგვარი თავდასხმები მას რეალურად კიდევ უფრო აძლიერებს. რაც უფრო შეუტევენ გახარიას პარტიას, სულ უფრო გაიზრდება შანსი, რომ იგი რეალურ ალტერნატივად წარმოჩინდეს.

ჯერჯერობით, გახარია რაიმე სერიოზულ შეცდომებს არ უშვებს. „ნაცმოძრაობისა“ და „ქართული ოცნების“ კინკლაობა, ლანძღვა- გინება მას აწყობს, უფრო სოლიდური და საქმიანი ჩანს მათ ფონზე. ამიტომ, მისი და მისი გუნდის საქმეები აშკარად კარგად მიდის

რაც უფრო უსაგნო იქნება ამგვარი შეტევები, მით კარგი გახარიასთვის. უცნაურია, თუმცა მას საგნობრივად არ აკრიტიკებენ. „ოცნება რატომღაც არასოდეს არ იხსენებს ისეთ ამბებს, რომელთა წამოწევა შესაძლოა გახარიას მართლაც არ ესიამოვნოს.

მაგალითად, პანკისის ოპერაციას, რომელიც აშკარად ძალიან ცუდად იყო დაგეგმილი და ფრიად უხერხულ მდგომარეობაში ჩააგდო მთლიანად სახელმწიფო, ან ე.წ. ბასიანის ოპერაციას, როდესაც ღამის კლუბში შეიყვანეს ძალოვნები, ნარკოტიკული საშუალებების ძებნის საბაბით.

ოპოზიციაც გახარიას მხოლოდ 20 ივნისისა და პერიოდულად ანაკლიის გამო აკრიტიკებს. ეს გარკვეულ წილად აჩვენებს, რომ ოპოზიცია ვერ ჩამოყალიბებულა, ვერ გაუგია გახარია მათიანია, თუ ბიძინა ივანიშვილის პროექტი. ერთი სიტყვით, რომ შევაჯამოთ, ჯერჯერობით ღარიბაშვილი „მაზაკვალზე“ მუშაობს.

საქმე იმაშია, რომ ახლა გახარიასთვის ჰაერივით საჭიროა თავდასხმები, როგორც ხელისუფლების, ასევე ოპოზიციის მხრიდან. ამგვარი თავდასხმები მას რეალურად კიდევ უფრო აძლიერებს. რაც უფრო შეუტევენ გახარიას პარტიას, სულ უფრო გაიზრდება შანსი, რომ იგი რეალურ ალტერნატივად წარმოჩინდეს

- ჟურნალისტ ვახო სანაიაზე თავმდამსხმელების 6 თვიან ვადაში გათავისუფლება რომ შემთხვევითი არ ყოფილა ახლა ბევრი საუბრობს. მართლაც, საეჭვოდ დაამთხვია მოსამართლემ მათი იმ დღეს გათავისუფლება, როცა მათივე დაკავებიდან 6 თვე იყო გასული.

სამწუხაროდ, ვხედავთ, რომ 5-6 ივლისს ჟურნალისტების ცემა-ტყეპაზე აღძრული საქმეების გამოძიება თუ არ ყოვნდება, დროში აშკარად იწელება. ამ საქმეების გამოძიება პროკურატურისა და ხელისუფლების პრესტიჟის საქმე უნდა ყოფილიყო, მაგრამ ასე ნამდვილად არ ხდება, რაც ისედაც მძიმე წინასაარჩევნო ფონს კიდევ უფრო ამძიმებს.

ჟურნალისტების მიმართ ხელისუფლების, საგამოძიებო ორგანოებისა და იგივე სასამართლოს დამოკიდებულება რბილად რომ ვთქვათ, კრიტიკას რომ ვერ უძლებს, სულ უფრო ცხადად იკვეთება. ჟურნალისტებთან დაკავშირებული ეს ფაქტები რას შეიძლება ნიშნავდეს?

- აქაც მგონი არაფერი უცნაური, ან მოულოდნელი არ ხდება. „ქართული ოცნება“ – „მთავარი არხის,“ „ფორმულის,“ „ტვ-პირველის“ ჟურნალისტებს პარტიულ აქტივად აღიქვამს. შესაბამისად ექცევათ ისე, როგორც მტრული პარტიის პარტიულ აქტივისტებს.

მინდა ვისურვო, რომ ეს დამოკიდებულება შეიცვლება, თუმცა გულწრფელი თუ ვიქნები დიდად არ მჯერა. ყოველ შემთხვევაში, არჩევნებამდე და რამდენიმე თვე არჩევნების შემდეგ, ალბათ ეს ფონი შენარჩუნდება.

ინტერპრესნიუსი

კობა ბენდელიანი

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა