მასწავლებლებისა და მასწავლებლობის მსურველთა შედეგების გამოქვეყნება გრძელდება

მასწავლებლებისა და მასწავლებლობის მსურველთა შედეგების გამოქვეყნება გრძელდება.

როგორც შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში აღნიშნავენ, 27 აგვისტოს გამოქვეყნდა ტესტირების შედეგები ქართულ ენასა და ლიტერატურაში (VII-XII), მათემატიკაში (VII-XII), ისტორიაში, სამოქალაქო განათლებაში, პროფესიულ უნარებში, მუსიკასა და ფიზიკურ აღზრდასა და სპორტში.

„ შედეგების სანახავად აპლიკანტები უნდა ეწვიონ ვებგვერდებს: www.naec.ge და online.naec.ge. პირად სარეგისტრაციო გვერდზე მას საკუთარი ნაშრომის ასლისა და კონკრეტულ საგანში მიღებული ქულის ნახვის შესაძლებლობა აქვს.

შედეგების გაგება შესაძლებელია მოკლე ტექსტური შეტყობინებითაც. ამისათვის აპლიკანტმა მობილური ტელეფონიდან (მაგთი, ჯეოსელი) საკუთარი საგამოცდო საიდენტიფიკაციო ნომერი უნდა გააგზავნოს ნომერზე 93333.

სხვა საგნების შედეგები ეტაპობრივად, გასწორების დასრულებისთანავე გამოქვეყნდება ცენტრის ვებგვერდზე. სააპელაციო განაცხადების მიღება კი შედეგების გამოქვეყნების დასრულებისთანავე დაიწყება.

2021 წელს მასწავლებლის საგნის გამოცდაზე და საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დასადასტურებლად რეგისტრაცია 28 700-ზე მეტმა მსურველმა გაიარა“,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა