„საქსტატის“ ინფორმაციით, 2020 წელს საქართველოს სასტუმროები და სასტუმროს ტიპის დაწესებულებები 1 344.7 ათას სტუმარს მოემსახურა, რაც 66.5%-ით ნაკლებია წინა წლის მაჩვენებელზე

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის დეკლარირებული მონაცემების თანახმად, 2020 წელს საქართველოში ფუნქციონირებდა სასტუმროს მომსახურებით დაკავებული 1 010 ეკონომიკური სუბიექტი, რომლებიც ფლობდნენ 1 054 სასტუმროსა და სასტუმროს ტიპის დაწესებულებას.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით, აღნიშნული მაჩვენებელი 37.3 პროცენტით შემცირდა 2019 წლის ანალოგიურ მონაცემთან შედარებით.

„სასტუმროს მომსახურებით დაკავებული ეკონომიკური სუბიექტებისათვის ყველაზე გავრცელებულ ორგანიზაციულ-სამართლებრივ ფორმას წარმოადგენდა შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება, რომელიც მოიცავდა 2020 წელს მოქმედი სასტუმროებისა და სასტუმროს ტიპის დაწესებულებების საერთო რაოდენობის 57.2 პროცენტს.

სასტუმროების და სასტუმროს ტიპის დაწესებულებების 99.2 პროცენტი კერძო საკუთრებაში იყო, ხოლო 0.8 პროცენტი - სახელმწიფო საკუთრებაში.

2020 წელს საქართველოში მოქმედი სასტუმროებისა და სასტუმროს ტიპის დაწესებულებების საერთო ფართობი 1 826.5 ათას კვადრატულ მეტრს შეადგენდა, რაც 19.6 პროცენტით ნაკლებია 2019 წლის შესაბამის მაჩვენებელზე. აქედან იჯარით გაცემული იყო 53.4 ათასი კვადრატული მეტრი, ხოლო ყველა ნომრის საცხოვრებელი ფართობი 833.8 ათას კვადრატულ მეტრს შეადგენდა, რაც 19.5 პროცენტით არის შემცირებული წინა წლის შესაბამის მაჩვენებელთან შედარებით“,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

როგორც დეკლარირებულ მონაცემებშია ნათქვამი, 2020 წელს მოქმედ სასტუმროებსა და სასტუმროს ტიპის დაწესებულებებში ადგილების საერთო რაოდენობამ 57.9 ათასი შეადგინა, რაც 24.1 პროცენტით ნაკლებია 2019 წლის შესაბამის მაჩვენებელზე.

„ნომრების საერთო რაოდენობა შემცირდა 23.4 პროცენტით და 26.9 ათასი შეადგინა. 2020 წელს საქართველოს სასტუმროები და სასტუმროს ტიპის დაწესებულებები 1 344.7 ათას სტუმარს მოემსახურა, რაც 66.5 პროცენტით ნაკლებია წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე. სტუმართა 30.6 პროცენტს უცხოელები წარმოადგენდნენ. მათგან 16.0 პროცენტი რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები იყვნენ, რაც 2019 წლის შესაბამის მაჩვენებელზე 87.6 პროცენტით ნაკლებია.

ევროკავშირის ქვეყნებიდან შემოსულ სტუმართა უმეტესობას გერმანიის (უცხოელი სტუმრების 3.1 პროცენტი) მოქალაქეები შეადგენდნენ, ხოლო სხვა ქვეყნებიდან შემოსულ სტუმართა უდიდესი წილი უკრაინისა (უცხოელი სტუმრების 10.3 პროცენტი) და ისრაელის (უცხოელი სტუმრების 9.7 პროცენტი) მოქალაქეებს ეკავათ. 2020 წელს საქართველოს სასტუმროებსა და სასტუმროს ტიპის დაწესებულებებში დასაქმებული იყო 13 615 ადამიანი, რომელთა უმეტესობას (54.8 პროცენტი) ქალები წარმოადგენდნენ“,- აღნიშნავენ სტატისტიკის ეროვნულ სამსახურში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა