შეღავათიანი აგრო სესხი აგრო ტექნიკისთვის ტერაბანკისგან

ამიერიდან დაინტერესებულ პირებს სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შეძენა ტერაბანკის შეღავათიანი აგრო კრედიტით შეეძლებათ.

ბანკი სოფლის განვითარების სააგენტოს სასოფლო-სამეურნეო მექანიზაციის თანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამაში უკვე ჩაერთო და მასში მონაწილე ფიზიკურ თუ იურიდიულ პირებს აგრო კრედიტით სარგებლობას შესთავაზებს. პროგრამის ფარგლებში, სააგენტო მსურველებს გრანტის სახით თანხის 30%-35%-ს გამოუყოფს, დანარჩენილ ნაწილს ტერაბანკი შეღავათიანი აგრო კრედიტით დააფინანსებს, ამ თანხის წლიური პროცენტის 8%-ს კი 48 თვის განმავლობაში სახელმწიფო დამატებით დააფინანსებს.

აღსანიშნავია, რომ ტერაბანკი მსესხებლებს მოქნილ გრაფიკსაც შესთავაზებს. შეღავათიანი აგრო კრედიტით სარგებლობა ბანკის როგორც არსებულ, ისე ახალ მომხმარებლებს მთელი საქართველოს მასშტაბით შეეძლებათ.

„აგრო ტექნიკის შეძენა დიდ თანხებთან არის დაკავშირებული, ამიტომ ვფიქრობთ, პროგრამა ძალიან კარგი შესაძლებლობა იქნება ამ სექტორში დასაქმებული ფიზიკური თუ იურიდიული პირებისთვის. მოხარულები ვართ, რომ სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის ხელმისაწვდომობის გაზრდაში ჩვენც ვიღებთ მონაწილეობას“, - აცხადებენ ტერაბანკში.

პროგრამაში მონაწილეობისთვის მსურველებს სამი ეტაპის გავლა მოუწევთ. პირველი ეტაპი, რომელიც რეგისტრაციას გულისხმობს, 1 სექტემბერს, 12:00 საათიდან, www.rda.gov.ge -ზე დაიწყება. მეორე ეტაპი სტარტს 15 სექტემბერს, 12:00 საათიდან აიღებს და ამ დროიდან პროგრამაში უკვე განაცხადების წარდგენაც გახდება შესაძლებელი, დოკუმენტაციის ატვირთვას კი მონაწილეები 20 სექტემბერს, 00:01 საათიდან შეძლებენ. თითოეული ეტაპის დაწყებამდე www.rda.gov.ge-ზე გამოქვეყნდება ვიდეო ინსტრუქციები, რომლებიც დაინტერესებულ პირებს მათ გავლას გაუმარტივებს.

პროგრამა მთელი საქართველოს მასშტაბით ხორციელდება. მის შესახებ დაწვრილებითი ინფორმაციის გაცნობა სოფლის განვითარების სააგენტოს ვებგვერდზეა შესაძლებელი: https://bit.ly/2XVeMQm

(R)

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს