აჭარის ჯანდაცვის მინისტრს უმაღლესი საბჭოს კომიტეტის სხდომაზე უსმენენ

აჭარის უმაღლესი საბჭოს კომიტეტის სხდომაზე ეპიდემიოლოგიურ სიტუაციასთან და მიმდინარე ვაქცინაციასთან დაკავშირებით აჭარის ჯანდაცვის მინისტრს ნინო ნიჟარაძეს უსმენენ. როგორც ნინო ნიჟარაძემ დეპუტატებს განუცხადა, აჭარაში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა შედარებით დასტაბილურდა, პარალელურად კი აქტიურად მიმდინარეობს ვაქცინაციის პროცესი როგორც ქალაქებში, ასევე მაღალმთიან სოფლებში.
მინისტრის თქმით, ვაქცინაციის პროცესში ყველა კლინიკაა ჩართული. კომიტეტის სხდომას ოპოზიციონერი წევრებიც ესწრებიან, რომლებსაც კორონავირუსით ინფიცირებულ ორსულების მართვასთან და მედიკამენტებით უზრუნველყოფასთან დაკავშირებით შეკითხვები ჰქონდათ.
ცნობისთვის, აჭარაში 132 601 ადამიანია აცრილი.
























