აჭარის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, ყველა შესაბამისი სამსახური მაქსიმალურადაა მობილიზებული და მუშაობს, რომ პანდემია და მისგან შექმნილი გამოწვევები დროულად მოგვარდეს

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, ყველა შესაბამისი სამსახური მაქსიმალურადაა მობილიზებული და მუშაობს, რომ პანდემია და მისგან შექმნილი გამოწვევები დროულად მოგვარდეს

ეპიდემიოლოგიური სიტუაციისა და კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია მოისმინეს აჭარის უმაღლესი საბჭოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, რომელსაც ამავე კომიტეტის თავმჯდომარე ილია ვერძაძე უძღვებოდა.

ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ნინო ნიჟარაძემ რეგიონში დღეს არსებულ ვითარებასა და პრევენციულ ღონისძიებებზე დეტალური ინფორმაციის წარდგენის შემდეგ უპასუხა კანონმდებელთა შეკითხვებს. მომხსენებლის განცხადებით, რეგიონში არსებული ყველა შესაბამისი სამსახური მაქსიმალურადაა მობილიზებული და მუშაობს, რათა პანდემია და მისგან შექმნილი გამოწვევები დროულად მოგვარდეს.

კომიტეტმა მინისტრის მიერ წარდგენილი ინფორმაცია ცნობად მიიღო.