ახლობლების ინფორმაციით, სოფელ ბადიაურში დაჭრილი შუახნის მამაკაცის მდგომარეობა დამძიმდა

საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, სოფელ ბადიაურში დაჭრილი შუახნის მამაკაცის მდგომარეობა დამძიმდა, - ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს” დაჭრილის ნათესავმა განუცხადა.

მისივე ინფორმაციით, 27 აგვისტოს, გამთენიისას მამაკაცს ოპერაცია ჩაუტარდა, თუმცა ამ დროისთვის მისი მდგომარეობა ძალიან მძიმეა. გავრცელებული ინფორმაციით, შელაპარაკება სავარაუდოდ, სასიყვარულო შეტყობინების გამო დაიწყო, რომელიც დაჭრილმა, ბრალდებულის ძმის ცოლს მიწერა.

„მდგომარეობა არის ძალიან მძიმე. დილას, 27 აგვისტოს ჩაუტარდა გადაუდებელი ოპერაცია თავის არეში და ამის შემდეგ იმყოფება კომაში, სუნთქვით აპარატზე და მდგომარეობა ძალიან მძიმეა.

ჭრილობა აქვს მიყენებული სანადირო თოფით. მისმა მეგობარმა ისროლა, ზუსტად ამ იარაღით. ეს არის სანადირო თოფი და როგორც ჩვენ ვიცოდით, საფანტი გაფანტული იყო მთელს თავის არეში.

უთანხმოება არ ვიცი ზუსტად როდის დაიწყო. საკმაოდ ახლო მეგობრები იყვნენ და ამბობენ, რომ უთანხმოება მოუვიდათ იმაზე, რომ ამ ბიჭს, ვინც ახლა მძიმედ არის, მიუწერია სასიყვარულო შეტყობინება თავისი მეგობრის ძმის ცოლისთვის. სწორედ აი, ამ მეგობარმა დაჭრა, რომლის რძალიც არის ის გოგო, ”- განაცხადა დაჭრილის ნათესავმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა