ირაკლი ღარიბაშვილი - ჩვენი მიზანია, თევზჭერა სრულად ქართული ფლოტით ხორციელდებოდეს და თანამედროვე თევზსაჭერმა ბაზამ ხელი შეუწყოს ფოთის ეკონომიკურ განვითარებას

ჩვენი მიზანია, თევზჭერა სრულად ქართული ფლოტით ხორციელდებოდეს და თანამედროვე თევზსაჭერი ბაზა, გახდეს მათ შორის ფოთის ეკონომიკური განვითარების რეალური ხელშემწყობი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მეთევზეებთან და თევზჭერის ლიცენზიის მფლობელებთან შეხვედრაზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ქართული თევზსაჭერი ფლოტის განახლება “ქართული ოცნების” ხელისუფლებაში ყოფნის დროს დაიწყო და აქტიურად გრძელდება.

პრემიერ-მინისტრმა მეთევზეებისგან და თევზჭერის ლიცენზიის მფლობელებისგან მათი საჭიროებების შესახებ ინფორმაცია მოისმინა. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ქართული თევზსაჭერი ფლოტის განახლება “ქართული ოცნების” ხელისუფლებაში ყოფნის დროს დაიწყო და აქტიურად გრძელდება.

„პროგრამა ქართველ ადგილობრივ მეთევზეებს თანამედროვე სტანდარტის თევზსაჭერი გემების შეძენაში ეხმარება. დღეის მდგომარეობით სულ დაფინანსებულია 13 გემი. აღნიშნული ინვესტიციით 222 სამუშაო ადგილია შექმნილი, ჯამური ინვესტიცია კი 47 586 472 ლარს შეადგენს.

როგორც მეთევზეებმა შეხვედრისას აღნიშნეს, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში დარგი სახელმწიფოსგან ასეთ მასშტაბურ მხარდაჭერას პირველად იღებს.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, თევზჭერის დარგის განვითარებას სახელმწიფო მომავალშიც შეუწყობს ხელს, რამდენადაც ის უმნიშვნელოვანესია, როგორც ფოთისთვის, ისე რეგიონისა და ქვეყნისთვის.

“მეთევზეებმა პრემიერ-მინისტრს მხარდამჭერი პროგრამებისთვის მადლობა გადაუხადეს და განაცხადეს, რომ არსებული გემებით თევზჭერის კვოტის სრულად ათვისება ვერ ხერხდებოდა და ქართველი ლიცენზიანტები იძულებულნი იყვნენ, უცხო ქვეყნის კუთვნილი ნაქირავები გემებით ემუშავათ.

თევზმჭერი ფლოტის განახლება, ახალი სამუშაო ადგილების შექმნასთან ერთად, ხელს შეუწყობს დარგში თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვას, თევზჭერის პროდუქტების ასორტიმენტისა და გაყიდვების გეოგრაფიის ზრდას. პროექტის ფარგლებში გაცემული სესხის მოცულობამ 46,4 მილიონი ლარი შეადგინა, ხოლო ჯამური ინვესტიციის რაოდენობა - 47,5 მილიონ ლარს აჭარბებს”, - აღნიშნულია მთავრობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

შეხვედრაზე პრემიერ-მინისტრთან ერთად, პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა, ვიცე-პრემიერი, გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე და ფოთის, ხობის და სენაკის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი ხახუბია იმყოფებოდნენ.

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ