ნინო ლაცაბიძე - სამწუხაროა, რომ სხვადასხვა პარტიები დეზინფორმაციის გავრცელებით მოქალაქეების შეცდომაში შეყვანას ცდილობენ

სამწუხაროა, რომ სხვადასხვა პარტიები დეზინფორმაციის გავრცელებით, მოქალაქეების შეცდომაში შეყვანას ცდილობენ,- განაცხადა ,,ქართული ოცნებიდან“ რუსთავის მერობის კანდიდატმა ნინო ლაცაბიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე.

მისივე თქმით, ყველაზე ცუდი ის არის, სწორედ ასეთი დეზინფორმაციის გავრცელებით, ადამიანი იბნევა და ვერ ხვდება, რა არის სიმართლე.

„ჩვენი საარჩევნო კამპანიის დროს, ჩვენ ყოველთვის გავაკეთებთ ყველა საკითხზე ძალიან ღია განცხადებას და თუ ეს იქნება დეზინფორმაცია, არასდროს არ მოვერიდებით ვთქვათ ხმამაღლა, რომ არცერთი მოქალაქე არ შევიდეს შეცდომაში, მათ ჰქონდეთ მშვიდ გარემოში არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა“, - განაცხადა ნინო ლაცაბიძემ.

მისივე განცხადებით, გუნდის წევრებთან ერთად რუსთავში აქტიურად ხვდება მოსახლეობას, აქვს კონკრეტული გეგმა და ხედვა, რას აპირებენ მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში.

“ჩვენი მთავარი მიზანი საარჩევნო კამპანიის დროს იქნება ჩვენი გეგმები და მიზნები მივიტანოთ რაც შეიძლება მეტ ადამიანთან, გავაცნოთ რას ვაპირებთ, როგორ ვაპირებთ და როგორ შეგვიძლია გადავჭრათ და დავძლიოთ ის გამოწვევები, რაც დღეს ქალაქში გვაქვს. ნამდვილად ბევრი გამოწვევა გვაქვს და ძალიან ბევრი უნდა ვიმუშაოთ, იმისთვის, რომ თითოეულმა ადამიანმა ჩვენს ქალაქში აღმოაჩინოს განვითარების ახალი შესაძლებლობა, ახალი შესაძლებლობა სწავლის, ახალი ძლიერი სოციალური პროგრამები და ამისთვის აუცილებელია ძალიან ბევრი რამ გაკეთდეს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი კამპანიის თითოეული დღე იყოს კანონის ფარგლებში მოქცეული, ადამიანებს მივცეთ საშუალება გაიცნონ ყველა კანდიდატი, მოისმინონ მათი გეგმები და შესაბამისად გააკეთონ უკვე არჩევანი”, - განაცხადა ნინო ლაცაბიძემ.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.07.2025
PSP-ს კიდევ ერთი სიახლე - ამერიკული „შუგაბიარპროს“ (SugarBearPro) ვიტამინები ჯანსაღი ცხოვრებისთვის
„ზედაზენი“ საქართველოში Heineken-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - ქართული ეკონომიკის ახალი ეტაპი
ევროკრედიტი: ტრადიციული ფინანსური ორგანიზაციიდან ფინტექიზაციისკენ - ახალი ეტაპი ციფრულ მომსახურებაში
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტმა თამარ აბესაძემ ევროპარლამენტში გამართულ ახალგაზრდულ ფორუმში მიიღო მონაწილეობა
„სილქნეტმა“ მობილურ პაკეტებზე ექსკლუზიური შეთავაზებები დაიწყო