„ქართულმა ოცნებამ“ ცესკო-ს 3 700-მდე ვიდეო კამერა გადასცა, რომლითაც არჩევნების დღეს ბიულეტენების დათვლის ვიდეო გადაღება მოხდება

„ქართულმა ოცნებამ“ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას 3 700-მდე ვიდეო კამერა გადასცა, რომლითაც არჩევნების დღეს ბიულეტენების დათვლის ვიდეო გადაღება მოხდება.

როგორც „ქართული ოცნების“ წევრმა შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, დათვლის პროცედურის ვიდეოზე აღბეჭდვა, ნებისმიერი სახის სპეკულაციას გამორიცხავს.

„დღეს „ქართულმა ოცნებამ“ საარჩევნო ადმინისტრაციას 3 700 -მდე ვიდეო-კამერა გადავეცით, რომლითაც არჩევნების დღეს დათვლის პროცესის ვიდეო ფიქსაცია უნდა მოხდეს. „ქართულ ოცნებას“ როგორც პარტიას, წინა არჩევნებზეც გვქონდა დამონტაჟებული. არჩევნების შემდეგ ვთავაზობდით ოპონენტებს, რომელთაც არჩევნების დღესთან და შედეგების დათვლასთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები ჰქონდათ, ენახათ ის ჩანაწერები, რაც იყო. მაშინ ოპონენტებმა უარი თქვეს ამ ჩანაწერების ნახვაზე გასაგები მიზეზების გამო, ვინაიდან ვერაფერს ნახავდნენ ისეთს, რაც რაიმენაირად დაადასტურებდა მათ პრეტენზიებს. საბოლოოდ, მათი ყველა პრეტენზია წინა არჩევნებთან დაკავშირებით გაბათილდა.

რაც შეეხება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს, საარჩევნო რეფორმის ნაწილიც იყო, რომ შეძლებისდაგვარად დაგვენერგა ელექტრონული ტექნოლოგიები არჩევნების დღეს. ერთ-ერთი ტექნოლოგია არის ვიდეოფიქსაცია დათვლის პროცესის. ცესკო-მ უკვე მიიღო დადგენილება და გაწერა პროცედურა, როგორ უნდა მოხდეს ვიდეო ფიქსაცია. ამ არჩევნებზე ყველა ბიულეტენი იქნება ვიდეოს სახით დაფიქსირებული, შესაბამისად ამას აქვს პრევენციული ხასიათი, რომ დათვლასთან დაკავშირებით არ იყოს რაიმე სპეკულაცია, ასევე, ეს ჩანაწერი განთავსდება ინტერნეტში და ნებისმიერ ადამიანს საშუალება ექნება ვიდეოს საშულებით გადათვალოს, ვინაიდან ეს ბიულეტენები იქნება აღბეჭდილი ჩანაწერზე. ასეთი სახის სპეკულაციას დათვლის პროცესთან დაკავშირებით ეს ვიდეო ფიქსაცია გამორიცხვას. მოხარული ვართ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ამ კუთხით გარკვეული წვლილი შეიტანა, რომ მომავალ არჩევნებთან დაკავშირებით არ იყოს რაიმე კითხვის ნიშანი და სპეკულაციის საბაბიც კი“,- განაცხადა პაპუაშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო