თორნიკე რიჟვაძე - აჭარაში, პრაქტიკულად ყველა დასახლებულ პუნქტში მოქალაქეებს ვაქცინაზე ხელმისაწვდომობა აქვთ

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, ყველა ის დაწესებულება, რომელიც არ დაემორჩილა კოვიდრეგულაციებს, მათ მიმართ გატარდა კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები და მომავალშიც ასე გაგრძელდება.

თორნიკე რიჟვაძემ რეგიონში შექმნილ ეპიდვითარებასთან და რეგულაციების აღსრულების საკითხთან დაკავშირებით მედიასთან კომენტარი გააკეთა. თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებები ადეკვატურია იმ რეალობების, რომელიც ეპიდვითარებასთან მიმართებაში არსებობს.

,,საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებები ადეკვატურია იმ რეალობების, რომელიც გვაქვს ეპიდვითარებასთან მიმართებაში. რეკომენდაციები, რომელიც ეპიდემიოლოგებისგან გვაქვს, იქნება ეს პირბადის ტარება ღია და დახურულ სივრცეში, დისტანციის დაცვა, თავყრილობებისგან თავშეკავება, უნდა იქნას დაცული.

მთელ საქართველოში და განსაკუთრებით აჭარაში, პრაქტიკულად ყველა დასახლებულ პუნქტში მოქალაქეებს აქვთ ხელმისაწვდომობა ვაქცინაზე. კიდევ ერთხელ მინდა ვთხოვო მოსახლეობას, რომ აუცრელი არავინ დარჩეს. ვაქცინაცია არის ყველაზე ეფექტური გზა პანდემიასთან გასამკლავებლად.

ეფექტური კონტროლის ნაწილში ყველა ის დაწესებულება, რომელიც არ ემორჩილებოდა შესაბამის განაწესს, კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები გატარდა მათ მიმართ და მომავალშიც ასე გაგრძელდება. ყველას კოლექტიური პასუხისმგებლობაა, ვერც მთავრობა ცალკე აღებული, ვერც ცალკე აღებული ექიმები ვერ გავიმარჯვებთ, თუკი არ იქნება ერთიანობა და სოლიდარობა მოქალაქეების მხრიდან" - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა