ლერი ბარნაბიშვილი - ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლება ფერმერებთან ერთად ვმუშაობთ, რათა მათთვის სტიქიით მიყენებული ზარალის შედეგები შემსუბუქდეს

მევენახეები, რომლებსაც სეტყვამ 100 %-ით გაუნადგურა მოსავალი და ვერც ერთი კილოგრამი ყურძნის ჩაბარებას ვერ შეძლებენ, ერთჯერადი კომპენსაციის სახით 1 ჰა-ზე 3000 ლარს მიიღებენ. აღსანიშნავია, რომ სეტყვის შედეგად დაზიანებული ყურძნის ჩაბარებას მევენახეები 3 სექტემბრის ჩათვლით შეძლებენ: დაზიანებულ 1 კგ რქაწითელს - 80 თეთრად და 1 კგ საფერავს კი 1 ლარად.

ხელისუფლების წარმომადგენლები დაზარალებულ ფერმერებს შეხვდნენ და სახელმწიფო საწარმოში „მოსავლის მართვის კომპანია" სეტყვით დაზიანებული ყურძნის ჩაბარების პროცესს ადგილზე გაეცნენ. აღინიშნა, რომ ყველა რესურსი მობილიზებულია, იმისთვის, რომ დაზარალებულმა მევენახეებმა მოსავლის დაბინავება შეუფერხებლად შეძლონ.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა, საქართველოს მთავრობის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა, ლერი ბარნაბიშვილმა და კახეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულმა ირაკლი შიოშვილმა რთველი 2021-ის საკოორდინაციო შტაბში სეტყვით შედეგად დაზიანებული ყურძნის მიღება-გადამუშავების საკითხთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გამართეს.

როგორც საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა, ლერი ბარნაბიშვილმა აღნიშნა, 26 აგვისტოს, სტიქიის შემდეგ, სპეციალურმა კომისიამ, ადგილობრივი ხელისუფლების და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლებმა, ზარალის დათვლა დაიწყეს.

,,დღეს უკვე დათვლილი გვაქვს სტიქიით მიყენებული ზარალის შედეგები. დაზიანებულია დაახლოებით 5 000 ჰა-მდე სავარგულები. ძირითადად, ეს არის ყურძნის კულტურა. პრემიერის დავალებით და მასთან შეთანხმებით, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ დაზიანებულ ყურძენს საწარმოები 1 კგ რქაწითელს 80 თეთრად, ხოლო საფერავს 1 ლარად ჩაიბარებენ. გამომდინარე იქიდან, რომ აღნიშნული სტიქია იყო უპრეცედენტო, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ სეტყვისგან დაზარალებულ 5 მუნიციპალიტეტში, იმ ფერმერებზე, რომელთაც სრულად გაუნადგურდათ მოსავალი, გაიცემა ერთჯერადი კომპენსაციები 3000 ლარის ოდენობით ჰექტარზე. სამინისტროსთან შეთანხმებით მოსახლეობა, რომელსაც გაუნადგურდა სხვადასხვა ხეხილის ბაღები, ჩაერთვება პროგრამაში „დანერგე მომავალი" და მათ 100%-ით დაუფინანსდებათ ახალი ბაღების გაშენება. ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლებაც ფერმერებთან ერთად აქტიურად ვმუშაობთ, რათა მათთვის შემსუბუქებულ იქნას სტიქიით მიყენებული ზარალის შედეგები", - აღნიშნა ლერი ბარნაბიშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა