„საქნახშირში“ თანამშრომლების  ვაქცინაცია მიმდინარეობს  - “მეშახტის დღის“ საზეიმო ღონისძიება არ ჩატარდება

29 აგვისტო მეშახტის დღეა! შექმნილი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე, მასშტაბური საზეიმო ღონისძიება წელს ტყიბულში არ ჩატარდება.

„საქნახშირის“ ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ ახლა დღის წესრიგში რეგულაციების დაცვა და ადამიანების ჯანმრთელობაზე ზრუნვა დგას. ძალები უსაფრთხოების ზომების გაძლიერებაზე და ვირუსის გავრცელების პრევენციაზეა მიმართული.

მიხაილ სოცკი, დირექტორტა საბჭოს თავმჯდომარე:

„ჩვენ სერიოზულად ვემზადებოდით „მეშახტის დღის“ აღსანიშნად, თუმცა, პანდემიასთან დაკავშირებული რეგულაციებიდან გამომდინარე, უარი ვთქვით „მეშახტის დღის“ ღონისძიების გამართვაზე. მაგრამ, ეს არ ნიშნავს, რომ არ ვიზეიმებთ - მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ 29 აგვისტოს „მეშახტის დღე“ ანაზღაურებად უქმე დღედ გამოვაცხადოთ. ასევე მინდა ვთქვა, რომ მომავალს ოპტიმისტურად ვუყურებთ და იმედი გვაქვს, რომ პანდემიას დავამარცხებთ და მომდევნო წელს „მეშახტის დღეს“ კიდევ უფრო გრანდიოზულად აღვნიშნავთ.“

საწარმოს ადმინისტრაციის ინიციატივით, „საქნახშირში“ დასაქმებულებს და მათ ოჯახის წევრებს „ფაიზერის“ პირველი დოზით ვაქცინაცია ტყიბულის „ევექსის“ პოლიკლინიკაში ჩაუტარდათ.

ავთანდილ ბოჭორიშვილი, „საქნახშირის“ დირექტორის მოადგილე შრომის უსაფრთხოების დარგში: „ორშაბათს გამოვაცხადეთ, რომ "ფაიზერით" ვაქცინაციის მსურველებს ჩვენთვის მოემართათ. 94 თანამშრომელმა გამოთქვა სურვილი. მათ შორის არიან მათი ოჯახის წევრები. გავაკეთეთ გრაფიკი, დავიწყეთ აცრა, ყველაფერმა ნორმალურა ჩაიარა. ყველას ვურჩევ აიცრან. საქართველოს ყველა მოქალაქემ, განურჩევლად ერისა და სქესისა, უნდა გაიკეთოს ვაქცინა. გვინდა გავაგრძელოთ აცრა და ვისაც სურვილი ექნება, ოჯახის წევრებთან ერთად შეუძლიათ აცრის გაკეთება. მეორე აცრების ორგანიზებასაც ჩვენ უზრუნველვყოფთ“.

(R)

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო