ნათია თურნავამ მეშახტეებს პროფესიული დღე მიულოცა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მეშახტეებს პროფესიული დღე მიულოცა.

„განსაკუთრებული სიყვარულით და პატივისცემით ვულოცავ ამ დღეს ჩვენს მეშახტეებს. საქმე, რასაც თქვენ აკეთებთ, მნიშვნელოვანია მთელი საქართველოსთვის", - განაცხადა მინისტრმა.

ნათია თურნავა ასევე გამოეხმაურა კომპანია „საქნახშირის" თანამშრომელთა ვაქცინაციას, რომელიც ტყიბულში ორგანიზებულად, გრაფიკის შესაბამისად, განხორციელდა.

„პანდემია ურთულესი გამოწვევაა მთელი მსოფლიოსთვის. რეგულაციების დაცვა და ადამიანების ჯანმრთელობაზე ზრუნვა ჩვენი უპირველესი ამოცანაა. ჩვენი ყველა რესურსი ვირუსის გავრცელების პრევენციაზეა მიმართული. ამ მხრივ, მასობრივი ვაქცინაცია უმნიშვნელოვანესია. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ყველა ერთად შევძლებთ გავუმკლავდეთ პანდემიას და მომავალ წელს უფრო გრანდიოზულად აღვნიშნავთ მეშახტის დღეს.

მიხარია, რომ შექმნილი სიტუაციის მიუხედავად, საწარმო წინ მიიწევს, ამოქმედდა პრემიების სისტემა და მნიშვნელოვნად გაიზარდა მეშახტეების ანაზღაურება, ხდება ახალი კადრების მიღება და თანამშრომლების გადამზადება, მიმდინარეობს შახტების გადაიარაღება, განსაკუთრებული ყურადღება ექცევა შრომის უსაფრთხოებას და კიდევ ბევრი მნიშვნელოვანი ცვლილებაა დაგეგმილი", - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

აღნიშნულ ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო